ფეხბურთი

12:00 | 17.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა: აშშ-ს ნაკრები პირველი ნახევარფინალისტია (+VIDEO)

კოპა ამერიკის მიმდინარე გათამაშების მასპინძელმა აშშ-ს ნაკრებმა 1/4-ფინალურ მატჩში ეკვადორი 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ამერიკელები შეხვედრის 22-ე წუთზე კლინტ დემპსის გოლით დაწინაურდნენ, 65-ე წუთზე კი ზარდესმა მისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. მანამდე, კერძოდ 52-ე წუთიდან ორივე გუნდი 10-10 კაცით დარჩა მოედანზე, ეკვადორელი ანტონიო ვალენსიას უხეშობას ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევა მოჰყვა და შეხვედრის არბიტრმა ვალენსიასთან ერთად ამერიკელი ჯერმეინ ჯონსიც გააძევა.

74-ე წუთზე ეკვადორელებმა მაიკლ აროიოს გოლით სხვაობა შეამცირეს, თუმცა დარჩენილ დროში მეტი ვეღარ შეძლეს და გათამაშებას გამოეთიშნენ.

ამაღამ, პერუსა და კოლუმბიის ნაკრებთა მატჩი მეორე ნახევარფინალისტს გამოავლენს, ხოლო 1/4-ფინალის კიდევ ორი შეხვედრა, თბილისის დროით კვირას გამთენიისას გაიმართება: არგენტინა ვენესუელას დაპირისპირდება, მექსიკა კი ჩილეს.

0.102071