ძიუდო

1:30 | 10.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერთიფიკატები ძიუდოს მწვრთნელებს

დღეს სერტიფიკატები გადაეცათ ძიუდოს მწვრთნელებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გადამზადების პირველი ეტაპი. საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში მწვრთნელებს სერტიფიკატები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და კატალინ გუიკამ გადასცეს.

მწვრთნელებს უტარდებოდათ სემინარები საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ შექმნილი „ძიუდოს გაერთიანებული მეთოდოლოგიური და თეორიული სახელმძღვანელოს“ მიხედვით, რომლის ავტორები არიან დავით ქევხიშვილი და კატალინ გუიკა.

სემინარებს თავად წიგნის ავტორები უძღვებოდნენ. პირველი დონის სემინარების ხანგრძლივობა 50 საათი იყო, რომელშიც შედიოდა საგამოცდო ნაწილიც. დღეს საერტიფიკატი მიიღო 35-მა მწვრთნელმა. 3 მწვრთნელს გამოცდები დარჩა ჩასაბარებელი.

მომავალში დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონის მწვრთნელების გადამზადება. პროექტს საქართველოს ძიუდოს ფედერაცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით და დაფინანსებით ახორციელებს.

0.429617