ფეხბურთი

15:40 | 7.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“საპოვნელას” მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაურია

თერჯოლის “საპოვნელას” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს: 37 წლის გიორგი ჩიტაური. მისი თანაშემწე კი ნიკა გუშარაშვილია.

ჩიტაური წლების განმავლობაში თბილისის “ლოკომოტივის” ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებში მუშაობდა, მცირე პერიოდი “ლოკოს” მთავარი გუნდის თავკაციც გახლდათ. ბოლო თვეების განმავლობაში კი გიორგის კლუბში სელექციონერის პოსტი ეკავა.

ჩიტაურის ხელში “ლოკომოტივის” ბევრ ფეხბურთელს გაუვლია: გიორგი არაბიძეს, გიორგი გოროზიას, ნიკა ჭანტურიას, მათე ცინცაძეს, დავით ჯიქიას, დავით დარცმელიას, ალეკო მზევაშვილს. ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც 4 წლის წინ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, ყველაზე ბევრი ფეხბურთელი ჩიტაურის გაწვრთნილი “ლოკომოტივის” ჭაბუკთა გუნდიდან იყო.

რაც შეეხება გუშარაშვილს, მას სხვადასხვა ქართულ გუნდებში უთამაშია, ყველაზე დიდხანს კი სწორედ “ლოკომოტივში” იყო. გემახსოვრებათ, ცენტრალური მცველი გახლდათ.

ახალ სამწვრთნელო შტაბს მიზნად პირველ ლიგაში დარჩენა დაუსახეს. გარდამავალ ჩემპიონატში პირველ ლიგაში მხოლოდ 6 გუნდი შეინარჩუნებს ადგილს, დანარჩენები კი გავარდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.257775