სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

11:08 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,სოხუმი’’  საქართველოს  ჩემპიონია

დასრულდა 20 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერია, სადაც ერთმანეთს რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული ,,სოხუმი’’ და მეორეადგილოსანი ,,აკადემია’’ დაუპირისპირდნენ.

თამაში 2 მოგებამდე გრძელდებოდა. ამ შეხვედრამდე ანგარიში 1 : 1 იყო. მესამე გადამწყვეტი მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა, სადაც გამარჯვებული ძირითადმა დრომ ვერ გამოავლინა. დამატებითი დრო ,, სოხუმმა’’ უკეთ ჩაატარა გაიმარჯვა 75: 73 და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

როგორც რეგულარული პირველობის გამარჯვებული, ფავორიტად ,,სოხუმი’’ ითვლებოდა, მაგრამ პროგნოზის საპირისპიროდ შეხვედრა ,,აკადემიას ‘’ უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველი მეოთხედი 8 ქულის სხვაობით 16: 8 მოიგო. მდევრის როლში მყოფმა ზღვისპირელებმა ანგარიში ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთითა და 34 წამით ადრე მამუკა ბაზუაშვილის ორქულიანით გაათანაბრეს. ამის შემდეგ შეხვედრამ გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა დაძირითადი დრო ფრედ 67: 67 დასრულდა. ოვერტაიმში ზუბაძის სამი და ბობილევის ორქულიანის შემდეგ ,,სოხუმი’’ 72: 67 დაწინაურდა. ,,აკადემია’’ წაგებას არ ურიგდებოდა და ოვერტაიმის დასრულებამდე ერთი წუთითა და 18 წამთ ადრე ანგარიში ისევ გაათანაბრა-72: 72. დარჩენილ დროში ,,სოხუმის’’ წევრმა ბაზუაშვილმა იყოჩაღა, რომელმაც სამი საჯარიმო ჩააგდო და თანაგუნდელებს მოაგებინა.

ამ შეხვედრაში 24 ქულით და 15 მოხსნით ყველაზე კარგი შედეგი ,,აკადემიას’’ წევრმა სოსო გოგნაძემ აჩვენა. ჩემპიონის მხრიდან 16 ქულითა და 19 მოხსნით საუკეთესო მამუკა ბაზუაშვილი იყო.

,,სოხუმი’’- ,,აკადემია’’ 75:73 (8:16, 20:17, 13:15, 26:19, 8:6)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.122842