სხვა

13:15 | 27.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ათლეტიზმი: დიდი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე

14-21 მაისს სამხრეთ აფრიკის პოტჩესტრუმში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი წოლჭიმში. ჩვენი ქვეყანა ამ ფორუმზე წარდგენილი იყო 5 სპორტსმენით და ერთი მწვრთნელით (ბორის სარალიძე).

18 მაისს პირველი შეჯიბრზე წარსდგა ახალგაზრდა სიღნაღელი სპორტსმენი, საქართველოდან პირველი მსოფლიოს ჩემპიონის, საქართველოს ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის აღზრდილი 17 წლის ჯიმი ნანდოშვილი, რომელიც გამოვიდა ჭაბუკებში 83კგ წონით კატეგორიაში, ორჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი - 167.5 და 172 კგ და მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

20 მაისს მონაწილეობდა 3 სპორტსმენი: ცოტნე ბეჟაშვილმა (66 კგ წონითი კატეგორია), რთულ და დაძაბულ ბრძოლაში ნახევარი კილოგრამი დათმო უკრაინელ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთან. ცოტნემ დაამყარა მსოფლიო რეკორდი 187,5 კგ, მაგრამ კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პირველი უწევდა წონაზე მისვლა. ამით ისარგებლა გამოცდილმა მოწინააღმდეგემ, ნახევარი კილოგრამით დაამძიმა სარეკორდო წონა და ჩემპიონობა არ დაუთმო ცოტნეს. საბოლოოდ მეორე ადგილს დავჯერდით.

ლევან გილიგაშვილმა ასევე დაძაბულ ბრძოლაში მეორე ადგილი მოიპოვა, 200-200 კგ დასძლიეს ავსტრალიელმა და ლევანმა, მაგრამ ქართველი 500 გრამით მძიმე აღმოჩნდა და მეორე ადგილზე გავიდა.

ასევე დაძაბული ბრძოლა მოუწია დავით გაბელაიას ორი თანაბარი დონის ამერიკელ მოწინააღმდეგესთან. მეორე მისვლის შემდეგ, მას მეორე ადგილი გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ გადაწყვიტა გაერისკა და მესამე ცდაზე საჩემპიონო წონაზე შევიდა. ის ძალიან ახლოს იყო წარმატებასთან, მაგრამ სამწუხაროდ წონა, 225 კგ ვერ ჩათვალა და საბოლოოდ, მესამე ადილზე დარჩა.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა გულშემატკივარს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტს, თბილისის მერიას, განსაკუთრებით ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ შიოშვილს, რომელსაც ლომი წვლილი მიუძღვის გუნდის წარმატებაში, ნაკრების მთავარ მწვრთნელს შოთა ბეჟაშვილს, გუნდის მწვრთნელ ბორის სარალიძეს, რომელიც გაჰყვა გუნდს სამხრეთ აფრიკაში და წარმატებით გამოიყვანა სპორტსმენები, ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლოზ სარალიძეს, გენერალურ მდივან ელგუჯა კვიკვინიას და ფედერაციის მთლიან შემადგენლობას, რომელთა თანადგომითაც შესძლო ჩვენმა გუნდმა გამზავრება, მონაწილეობის მიღება და წარმატების მოპოვება.

საქართველოს ნაკრებმა გუნდმა, არასრული შემადგენლობით, მსოფლიოს 19 გუნდში მეხუთე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114886