კალათბურთი

11:46 | 27.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” სხვაობა შეამცირა

დასავლეთ კონფერენციის ფინალში “გოლდენ სტეიტმა” შინ “ოკლაჰომა” 120:111 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 2:3 გახადა. თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში “ოკლაჰომა” მდევრის როლში გახლდათ, ერთადერთი მესამე პერიოდის შუაში მოახერხა ერთი ქულით წინ გასვლა. საბოლოო ჯამში მატჩის სადავეებს კარი და მისი თანაგუნდელები აკონტროლებდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 40 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. კარიმ 31 ქულა ჩააგდო, ბოგუტმა ორმაგი დუბლი შეასრულა 15 ქულა, 14 მოხსნა.

სერიას “ოკლაჰომა” 3:2-ს იგებს. მეექვსე შეხვედრა ოკლაჰომაში 29 მაისში თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება. თუ “მეომრებმა” ოკლაჰომაში გამარჯვება მოიპოვეს, გადამწყვეტი მეშვიდე შეხვედრა “გოლდენ სტეიტის” დარბაზში გაიმართება.

“გოლდენ სტეიტი” – “ოკლაჰომა” 120:111 (25:21, 33:29, 23:27, 39:34)

https://www.youtube.com/watch?v=3EI5qkGMgI4

0.127805