ისტორია

9:45 | 27.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

27 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1967 – დაიბადა პოლ გასკოინი. ინგლისის ეროვნული ნაკრების, “ნიუკასლის”, “ტოტენჰემ ჰოთსპურის,” “ლაციოს,” “ბარნლის,” “რეინჯერსის”, “ბოსტონ იუნაიტედისა” და ჩინეთის “განსუ ტიანმას” ფეხბურთელი. მსოფლიოს 1990 წლის და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალისტი. შეიყვანეს 1990 წლის მუნდიალის სიმბოლურ ნაკრებში. ინგლისის ნაკრების 58 მატჩში გაიტანა 10 გოლი. 1996 წელს დაასახელეს შოტლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად. შოტლანდიის ორგზის ჩემპიონი, მოგებული აქვს შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასები. მოგებული აქვს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი (“ტოტენჰემის” შემადგენლობაში). 1996 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, თბილისში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა ალბიონელებმა მოიგეს (2:0). პოლ გასკოინმა სახელი გაითქვა არა მარტო როგორც წარმატებულმა ფეხბურთელმა, არამედ როგორც ერთ-ერთმა სკანდალურმა პიროვნებამ სპორტულ სამყაროში.


მნიშვნელოვანი ფაქტები
1908 - ბრიუსელში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ანდერლეხტი” (“როიალ სპორტინგ კლაბ ანდერლეხტი”). ბელგიის 32-გზის ჩემპიონი (პირველად 1947 წელს, ბოლოს 2013-ში). ცხრაჯერ მოიპოვა ბელგიის თასი, ცხრჯერ ქვეყნის სუპერთასი. 1976 და 1978 წლებში დაეუფლა თასების თასს, 1983-ში მოიგო უეფას თასი. 1976 და 1978 წლებში დაეუფლა ევროპის სუპერთასს. “ანდერლეხტი” თამაშობს “კონსტან ვანდენ სტოკის” სტადიონზე, რომელიც 26 361 მაყურებელს იტევს.


1934 - სტარტი აიღო იტალიის მსოფლიო ჩემპიონატმა. ასე ადრე არც ერთი მუნდიალი არ დაწყებულა. ჩატარდა რვა მერვედფინალური მატჩი: იტალია – აშშ 7:1, ჩეხოსლოვაკია – რუმინეთი 2:1, გერმანია – ბელგია 5:2, ავსტრია-საფრანგეთი 3:2, ესპანეთი – ბრაზილია 3:1, შვეიცარია – ჰოლანდია 3:2, შვეცია – არგენტინა 3:2, უნგრეთი – ეგვიპტე 4:2.


1934 - საბჭოთა კავშირში დაარსდა სპორტის დამსახურებული ოსტატის ტიტული. ქართველთაგან ეს წოდება პირველებმა ფეხბურთელებმა, შოთა შავგულიძემ და გაიოზ ჯეჯელავამ, აგრეთვე მძლეოსანმა, სიგრძეზე ადგილიდან მხტომელმა, მსოფლიოს რეკორდსმენმა დიმიტრი იოსელიანმა მოიპოვეს.


1961 - ფლორენციის “ფიორენტინამ” თასების მფლობელთა თასის გათამაშების პირველი ტურნირის ფინალში, გლაზგოს “აიბროქსის” სტადიონზე, 80 ათასი მაყურებლის თანდასწრებით ადგილობრივი “რეინჯერსი” 2:0 დაამარცხა.


1961 - ამერიკელმა მძლეოსანმა რალფ ბოსტონმა სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.


1964 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელ იენის “მოტორთან” (მოგვიანებით ამ გუნდს “კარლ ცაისი” ეწოდა) 0:3 წააგო.


1964 - ფეხბურთის რუს გოლკიპერს, ლევ იაშინს 1963 წლის ევროპის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო, “ოქროს ბურთი” გადაეცა.


1964 - მილანის “ინტერმა” (გუნდს ელენიო ერერა წვრთნიდა) ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, ვენის “პრატერის” სტადიონზე, 72 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, მადრიდის “რეალი” 3:1 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან გოლები მაცოლამ (2) და მილანიმ გაიტანეს.


1965 - მილანის “ინტერმა” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, საკუთარ “სან სიროზე” 85 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ლისაბონის “ბენფიკას” 1:0 მოუგო. გოლი ჟაირმა გაიტანა. “ინტერს” ელენიო ერერა წვრთნიდა.

1970 - სინათლის სტადიონზე თბილისის "ჟურნალისტმა" როსტოველ კოლეგათაგან შემდგარ გუნდს 4:1 მოუგო. როსტოველთა შორის ევროპის 1960 წლის ჩემპიონი ვიკტორ პონედელნიკი თამაშობდა. “ჟურნალისტის” კაპიტანი გაზეთ “თბილისის” სპორტული მიმომხილველი ოთარ გაგუა, ხოლო ქართველ ჟურნალისტთა გუნდის უფროსი, ამავე გაზეთის რედაქტორი ოთარ იოსელიანი იყო.


1971 - ფეხბურთიდან ლევ იაშინის გაცილების მატჩში, საკავშირო “დინამოს” ნაკრები, მსოფლიოს “ნაკრებს” დაუზავდა (2:2). ქართველთაგან შეხვედრაში მონაწილეობა მურთაზ ხურცილავამ, სლავა მეტრეველმა და მანუჩარ მაჩაიძემ მიიღეს. მოსკოვის “ლუჟნიკის” სტადიონზე თამაშს 100 ათასი მაყურებელი
დაესწრო.

1978 - "კამპ ნოუზე", იოჰან კრუიფის გამოსამშვიდობებელ მატჩში, ერთმანეთს "ბარსელონა" და "აიაქსი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმრებმა 3:1 მოიგეს.


1981 - “ლივერპულმა” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, პარიზის “პარკ დე ფრანსის” სტადიონზე, 48 500 მაყურებლის თანდასწრებით, მადრიდის “რეალს” 1:0 მოუგო. გოლი ალან კენედიმ გაიტანა.


1982 - რექსჰემის “გრაუნდის” სტადიონზე უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთა მატჩს (უელსელებმა 3:0 მოიგეს) 2 315 მაყურებელი დაესწრო. ასეთი მცირე აუდიტორია არც ერთ ბრიტანულ ნაკრებთა დაპირისპირებას არ ჰყოლია.


1984 - ბულგარელმა ჩოგბურთელმა ქალმა, მანუელა მალევამ ერთი დღის განმავლობაში სამი მატჩი მოიგო. სამივე შეხვედრა ერთეულთა თანრიგში ჩატარდა.


1987 - “პორტუმ” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, ვენის “პრატერის” სტადიონზე 56 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, მიუნხენის “ბაიერნს” 2:1 მოუგო.


2007 - პოლონეთის ქალაქ შჩირკში გამართულ ჭაბუკ ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირზე, გიორგი მერმანიშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ზვიად კაპანაძე (60 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (66 კგ) მესამე ადგილზე გავიდნენ.

2009 - რომის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედს” 2:0 მოუგო. გოლები ლეო მესიმ და სამუელ ეტოომ გაიტანეს.

2012 - რაგბი. გაზაფხულის ტურნირი "არმიამ" მოიგო, ფინალში "ლოკომოტივი" 13:12 დაამარცხა.

2013 - "ნაპოლის" ახალ მწვრთნელად რაფაელ ბენიტესი დაინიშნა.


ამ დღეს დაიბადნენ
1915 - ლუის ფუენტე. 1930-40-იან წლებში მექსიკელი საფეხბურთო ფორვარდი. მექსიკის ხუთგზის ჩემპიონი, ორჯერ მოიპოვა ქვეყნის თასი. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით ფუენტემ მეოცე საუკუნის ცენტრალური ამერიკის (კონკაკაფი) მოთამაშეებს შორის მეორე საფეხურზე დააყენა.


1926 - კიის რიივერსი. 1940-60-იან წლებში ჰოლანდიელი ნახევარმცველი. ზედიზედ რამდენიმე სეზონის განმავლობაში თამაშობდა საფრანგეთში და 1957 წელს გახდა ამ ქვეყნის ჩემპიონი. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდა და 1978 წელს ეინდჰოვენის პსვ-ს უეფას თასი მოაგებინა.


1932 - გენადი შატკოვი. საბჭოთა მოკრივე. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი. ერთადერთი საბჭოთა მოკრივე, რომელიც მუჰამედ ალის (კასიუს კლეის) შეხვდა. ეს რომის 1960 წლის ოლიმპიადის მეოთხედფინალში მოხდა, როცა მომავალმა ჩემპიონმა კასიუს კლეიმ შატკოვი აშკარა უპირატესობით დაამარცხა.


1934 - ბრაიან დუგლასი. 1954-68 წლებში “ბლექბერნ როვერსის” ნახევარმცველი. “ივუდ პარკელთა” რიგებში ჩაატარა 438 მატჩი, გაიტანა 100 გოლი. “ბლექბერნის” ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ინგლისის
ნაკრების 36 შეხვედრაში გაიტანა 10 გოლი.


1940 - ხუბერტ კოსტკა. პოლონეთის ნაკრებისა ზაბჟეს “გურნიკის” მეკარე. პოლონელთა ეროვნულ გუნდში გამოდიოდა 1962-72 წლებში და იყო გუნდის კაპიტანი. 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1954 - კატარინა კერი. ამერიკელი მოცურავე. გულაღმა ცურვაში 1972 წლის ოლიმპიადაზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

1957 - ბრუს ფერნისი. ამერიკელი მოცურავე. 1976 წლის ოლიმპიადაზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

1960 - ალექსანდრ სიდორენკო. საბჭოთა მოცურავე. 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში, 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.


1960 - რეი არმსტედ კირკსვილი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში, 1984 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.


1961 - ჯილ სტერველი. ამერიკელი მოცურავე. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები სამ ოლიმპიადაზე აქვს მოპოვებული (1976, 1984, 1988).


1962 - რეი ბორნერი. ავსტრალიის კალათბურთელთა ნაკრების მეფარე (212 სმ). ოთხი ოლიმპიადის მონაწილე (1984, 1988, 1992, 1996).


1965 - პატ კეში. ავსტრალიელი ჩოგბურთელი. 1987 წელს უიმბლდონის ტურნირი მოიგო.


1967 - პოლ გასკოინი. ინგლისის ეროვნული ნაკრების, “ნიუკასლის”, “ტოტენჰემ ჰოთსპურის,” “ლაციოს,” “ბარნლის,” “რეინჯერსის”, “ბოსტონ იუნაიტედისა” და ჩინეთის “განსუ ტიანმას” ფეხბურთელი. მსოფლიოს 1990 წლის და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალისტი. შეიყვანეს 1990 წლის მუნდიალის სიმბოლურ ნაკრებში. ინგლისის ნაკრების 58 მატჩში გაიტანა 10 გოლი. 1996 წელს დაასახელეს შოტლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად. შოტლანდიის ორგზის ჩემპიონი, მოგებული აქვს შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის
თასები. მოგებული აქვს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი (“ტოტენჰემის” შემადგენლობაში). 1996 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, თბილისში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა ალბიონელებმა მოიგეს (2:0). პოლ გასკოინმა სახელი გაითქვა არა მარტო როგორც წარმატებულმა ფეხბურთელმა, არამედ როგორც ერთ-ერთმა სკანდალურმა პიროვნებამ სპორტულ სამყაროში.

1971 - ლი შარპი. ინგლისის ეროვნული ნაკრების, “ლიდსისა” და “ბრედფორდის” ფეხბურთელი.

1976 - ირჟი შტაინერი. ჩეხეთის ეროვნული ნაკრების, “ჰანოვერის,” “ლიბერეცისა” და პრაღის “სპარტას” ფეხბურთელი.

ამ დღეს გარდაიცვალა
1975 - ეზარდ ჩარლზი. 1949-51 წლებში, მძიმე წონის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი. გარდაიცვალა 53 წლის ასაკში.

0.116084