ავტოსპორტი

0:54 | 27.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიკიარდო მონაკოში ჯერჯერობით უსწრაფესია

ესპანეთში მაქს ფერსტაპენის შემდეგ, მონაკოში მისგან ესტაფეტა დანიელ რიკიარდომ ჩაიბარა, რომელმაც ორი თავისუფალი პრაქტიკის ჯამში, საუკეთესო დრო დააფიქსირა. ორივე სესიაზე ის ერთადრთი იყო, ვინც წრე წუთსა და 15 წამზე ნაკლებში გაიარა. და მან 0.606 წამით აჯობა მეორე შედეგის მქონე ლუის ჰამილტონს, რომელიც პირველ სესიაზე იყო უსწრაფესი.

აღსანიშნავია, რომ მონაკოს დიდი პრიზი ზედიზედ სამჯერ აქვს მოგებული ნიკო როსბერგს. ჰამილტონმა, რომელიც თანაგუნდელს 43 ქულით ჩამორჩება, პირველი სესიაზე „პირელის“ უახლესი, სუპერ სოფტ რეზინით დააფიქსირა საუკეთესო დრო. მას ამ სეზონში ჯერ რბოლა არ მოუგია და ამის გამოსწორებას მონაკოში ეცდება. მაგრამ „მერსედესის“ დომინაციას საფრთხეს უქმნის „რედ ბული“, რომელიც ისედაც მონკოში გეგმავდა ამ სეზნში პირველ გამარჯვებას.

მაგრამ ავსტრიული გუნდისთვის გაცილებით უკეთესად განვითარდა მოვლენები. პირველი გამარჯვება უკვე მოპოვებულია. ხარებმა დაგვანახეს, რომ ჩვეული ბრძოლისუნარიანობა უბრუნდებათ. ამას დაემატა ისიც, რომ რიკიარდოს ბოლიდზე პირველად დააყენეს „რენოს“ უახლესი ძრავი, რომელმაც ბარსელონას ტესტებზე „რედ ბულიც“ და „რენოც“ კმაყოფილი დატოვა. სამწუხაროდ, ახალი სპეციფიკაციის ძრავს ფერსტაპენი მხოლოდ შემდეგ ეტაპზე, კანადაში მიიღებს. თუმცა ძველითაც მონაკოს პრაქტიკებზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - მე-5 და მე-4 დროები აჩვენა.

სებასტიან ფეტელს ორივე პრაქტიკაზე ინციდენტები შეემთხვა. ჯერ მირაბოს მოსახვევში დატრიალდა, მაგრამ ზღუდეს არ დაჯახებია. მეორე სესიაზე კი კონტაქტს ვერ გადაურჩა. პირველ სესიაზე რბოლა სამჯერ შეწყდა და ტრასაზე ვირტუალური უსაფრთოების მანქანა გამოვიდა. მერე იყო კურიოზული შემთხვევა, როცა როსბერგის და ჯენსონ ბატონის მანქანები, სენ დევოს მხლობლად, გზის დრენაჟის ხუფმა დააზიანა.

მონაკოს დიდი პრიზი

მეორე პრაქტიკა

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:15.537
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:15.638
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:15.956
  4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:16.308
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:16.371
  6. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:16.426
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:16.560
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:16.697
  9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:16.912
  10. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:17.130
  11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:17.562
  12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:17.599
  13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:17.838
  14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:17.909
  15. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:17.920
  16. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:18.187
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:18.274
  18. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:18.301
  19. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:18.746
  20. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:18.871
  21. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:20.528
  22. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:20.868

მეორე პრაქტიკა

  1. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:14.607
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:15.213
  3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:15.506
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:15.571
  5. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:15.815
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:15.981
  7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:16.040
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:16.120
  9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:16.269
  10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:16.325
  11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:16.487
  12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:16.723
  13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:16.782
  14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:16.849
  15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:16.874
  16. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:17.286
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:17.530
  18. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:17.562
  19. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:17.761
  20. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:17.999
  21. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:18.647
  22. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:18.814
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123394