ჩოგბურთი

19:13 | 26.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნადალის მე-200 გამარჯვება (+VIDEO)

ესპანელმა რაფაელ ნადალმა “დიდი სლემის” ტურნირებზე მეორასე გამარჯვება იზეიმა. რაფამ “როლან გაროსის” 1/32-ფინალში არგენტინელი ფაკუნდო ბაგნისი 6:3, 6:0, 6:3 (VIDEO) დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 46 წუთს გაგრძელდა. პირველსავე გეიმში არგენტინელმა ბრეიკი გააკეთა, ეს იყო და ეს, რაფას მატჩში სხვა პრობლემა არ შექმნია.

ნადალმა 10 შესაძლებლობიდან 8 ბრეიკი შეასრულა. ესპანელმა 18 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო არგენტინელმა – 39.

ნადალი ტურნირის 1/16-ფინალში მაიუ-გრანოლერსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ რაფას “როლან გაროსი” ცხრაჯერ აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121747