ფეხბურთი

10:50 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე – თელ ავივის “მაკაბი” თითქმის გადაწყვეტილია

თითქმის გადაწყვეტილია, რომ შოთა არველაძე თელ ავივის “მაკაბის” მწვრთნელი გახდება. 1,5 მილიონი ევრო წელიწადში და დამატებით ბონუსები წარმატების შემთხვევაში – ხელფასიც კი დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის და ისრაელის საიტებიც წერენ.

თელ ავივის “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა, ორი ქულით ჩამორჩა ჩემპიონ ბეერ შევას “ჰაპოელს”. გუნდს ჰოლანდიელი პეტერ ბოში წვრთნიდა, რომელიც მანამდე გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის “ვიტესს” თავკაცობდა.

ბოში ახლა ამსტერდამის “აიაქსის” თავკაცი გახდა. მისი ამსტერდამულ გრანდში დანიშვნა საბოლოოდ გადაწყდა. თელ ავივის “მაკაბის” სპორტული დირექტორი ხორდი კრუიფი გახლავთ: ლეგენდარული იოჰან კრუიფის ვაჟი.

სხვათა შორის, არველაძის “მაკაბიში” გადასვლაზე შარშანაც იყო საუბარი.

0.119597