ავტოსპორტი

4:00 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კრის მიკის გამარჯვება პორტუგალიაში

ბრიტანელი კრის მიკის გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 ეტაპი, პორტუგალიის რალი. „სიტროენის“ მრბოლისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული მეორე გამარჯვებაა. მან თითქმის ნახევარი წუთით მოუგო უახლოეს მდევარ ანდრეას მიკელსენს, რომელსაც მეორე ადგილის დასაკავებლად, მძიმე ბრძოლა გადახდა სებასტიან ოჟიესთან.

ბოლო ორ სპეცმონაკვეთზე ნორვეგიელი მცირედით ჩამორჩა ჩემპიონატის ლიდერს, რომელსაც საბოლოოდ სულ რაღაც, 4.8 წამით აჯობა. სხვათა შორის ბოლო, სუპერ სპეცმონაკვეთზე საუკეთესო ოჟიე იყო, მეორე და მესამე დროები კი ასევე „ფოლკსვაგენის“ მიკელსენს და იარი-მატი ლატვალას ჰქონდათ.

რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა დანიელ სორდომ, ვინც ეს ზედიზედ მესამე რბოლაში მოახერხა. ლატვალას კი მის გარდა, ფრანგმა ერიკ კამიიმაც გაასწრო, ვინც სუპერ სპეცმონაკვეთზე დატრიალდა, თუმცა ფინიშს მიაღწია და საბოლოოდ ფინელს ხუთი წამით აჯობა. სხვათა შორის, ლატვალას საჭის მექანიზმის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც, კვირის სპეცმონაკვეთების წინ, კამიის წუთზე მეტით ჩამორჩებოდა, თუმცა საბოლოოდ მასთან მხოლოდ ხუთი წამი წააგო.

პორტუგალიის რალის შედეგები

  1. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი) 3:59:01.000
  2. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) +00:29.700
  3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 00:34.500
  4. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) 01:37.100
  5. ერიკ კამიი (საფრანგეთი, ფორდი) 04:01.600
  6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) 04:06.900
  7. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) 06:53.600
  8. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 10:24.100
  9. პონტუს ტიდმანდი (შვედეთი, შკოდა) 11:45.200
  10. ნიკოლას ფუქსი (პერუ, შკოდა) 13:14.000

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) – 114 ქულა; 2. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) – 67; 3. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) – 58; 4. ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდა, ჰიუნდაი) – 57; 5. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) – 56; 6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) – 37; 7. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი) – 26; 8. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) – 24; 9. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) – 23; 10. ერიკ კამიი (საფრანგეთი, ფორდი) – 14...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131742