ფეხბურთი

0:23 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლილმა” ედერი გამოისყიდა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ედერი “ლილში” დარჩება. აღნიშნული ცნობა ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

28 წლის ფორვარდი გასული სეზონის მეორე ნახევარში “ძაღლების” რიგებში იჯარით თამაშობდა, ხოლო სატრანსფერო უფლებები “სუონსის” ეკუთვნოდა. ის “ლილში” 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ჯერჯერობით უცნობია გარიგების ღირებულება.

ედერმა ლიგა 1-ში ჩატარებულ 13 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

თეგებილილიედერი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099349