ფეხბურთი

19:18 | 24.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში ვარჯიშობს

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჩაფრინდა ავსტრიაში და ამ წუთებში ვარჯიშს მართავს. ნაკრებს მოგვიანებით შეურთდებიან გიორგი აბურჯანია (“ხიმნასტიკი”) და გიორგი ჭანტურია (“დუისბურგი”). მათ თავიანთ კლუბებში მნიშვნელოვანი მატჩები უწევთ.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი ნაკრები 27 მაისს გამართავს პირველ ამხანაგურ მატჩს, კერძოდ, სლოვაკეთს დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

ეს მატჩი ავსტრიის ქვედალიგელ კლუბ “ველსის” “ასკო-შტადიონზე” ჩატარდება. სტადიონი 3000 მაყურებელს იტევს.

0.121164