თამაშგარე

11:38 | 24.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯერალდინა პინსონი საფიქრალშია

მაშ აფსუსი არაა, ცხოვრება თავისი დინებით მიდოდეს, წლები წლებს ცვლიდეს და ისე ვიაროთ ამ დუნიაზე, არ ვიცოდეთ თუ ვინაა ჯერალდინა პინსონი. არადა, ამ ვენესუელელ მოდელსა და მოხვანცალე ასულს, წინ ისეთი დიდებული მომავალი აქვს, მისი არნახვა და არცნობა ალბათ კაცობრიობის წინაშე დანაშაული იქნებოდა.

ჯერალდინა ვენესუელას საფეხბურთო ნაკრების ქომაგია და ფეხბურთთან მას კიდევ სხვა ამბებიც აკავშირებს. ამ კეკლუც დიაცს გადაწყვეტილი აქვს, თავისი დანაზოგი რომელიმე ცნობილ საფეხბურთო კლუბში დააბანდოს და ამჯამად დიდ ფიქრსა და სჯა-ბაასშია, თუ რომელი კლუბი გახდება მისი სამიზნე.

ჯერალდინა პინსონი როგორც ჩანს საკმაოდ რისკიანი ქალიცაა, რადგან თავისი წვითა და დაგვით მოპოვებული დანაზოგის ჩადება მაინცადა მაინც ფეხბურთში სურს. თანამედროვე საფეხბურთო ბიზნესი ერთობ უცნაური და რთულად საპროგნოზოა. მაგრამ ჯერალდინას ვინ შეაჩერებს? შიში ამ ქალმა არ იცის და არაფერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113765