ჭიდაობა

16:00 | 22.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კენჭაძის ოქრო, დინგაშვილის – ვერცხლი (+VIDEO)

ანკარაში მიმდინარე საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირის მეორე დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებული ნიკა კენჭაძე (74) გახდა, რომელმაც ფინალში თურქი მუჰამე ალი გონგური დაამარცხა. რობერტ დინგაშვილმა (55) კანადელ დარტე კაპეცალნთან მხოლოდ ფინალური შეხვედრა დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გუშინვე ხალიჩაზე კახა ირემაძე (55) და ტარიელ გაფრინდაშვილიც (74) გავიდნენ, მაგრამ მედლის მოპოვება ვერ შეძლეს. გაფრინდაშვილმა პირველივე წრეში ფეხის ტრამვა მიიღო და ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97) გახდა, გიორგი სულავამ (66) და ივერიკო ჯულაყიძემ (66) კი, შესაბამისად, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

შეჯიბრება დღეს დასრულდება, საქართველოს ნაკრებიდან კი 84 კგ-ის ფალავნები საბა ჩიხრაძე და მეკი სიმონია იჭიდავებენ.

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115969