ფეხბურთი

16:15 | 19.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ძლიერი "დინამო" ყოველთვის იყო ძლიერი ქართული ფეხბურთის საწინდარი” - რომან ფიფია გულშემატკივრებს ულოცავს

„დინამო“ თბილისის პრეზიდენტი რომან ფიფია ამ სეზონში საშინაო ასპარეზზე გუნდის წარმატებულ გამოსვლას გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და კლუბის ყველა თანამშრომელს ულოცავს:

„ძვირფასო გულშემატკივრებო! მსურს გულითადათ მოგილოცოთ "დინამო" თბილისის წარმატება განვლილ საფეხბურთო სეზონში. კლუბმა ღირსეულად შეასრულა შიდა არენაზე დასახული მიზნები - მოიპოვა რა ქვეყნის ჩემპიონის და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელის ტიტულები. ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და კლუბის ყველა თანამშრომელს. მჯერა, რომ ქართულ საფეხბურთო ოჯახში მოსალოდნელი სასიკეთო ცვლილებები აუცილებლად აისახება "დინამოს" წინსვლსა და განვითარებაზე. ძლიერი "დინამო" კი ყოველთვის იყო ძლიერი ქართული ფეხბურთის საწინდარი“ - ნათქვამია რომან ფიფიას განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130489