ფეხბურთი

12:00 | 19.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი: “ევროპის ლიგა - ეს ჩვენი ტურნირია!”

“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ევროპის ლიგის ფინალში “ლივერპულთან” გამარჯვების (3:1) შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდის წარმატებისთვის მთავარი იყო ფეხბურთელებს საკუთარი ძალის ერწმუნათ და მათ ეს შეძლეს. ესპანური გუნდის თავკაცმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კომპლიმენტები არც მეტოქის მისამართით დაიშურა.

“ლივერპული” შესანიშნავი გუნდია და მის დასამარცხებლად მთავარი იყო ჩვენს სიძლიერეში დარწმუნებულნი ვყოფილიყავით. ყველა ესპანური გუნდი შემართებით თამაშობს. ვულოცავ ჩვენს ქომაგებს ამ წარმატებას. ჩვენ გვიყვარს ევროპის ლიგა, ეს ჩვენი ტურნირია!” - აღნიშნა ემერიმ, რომლის გუნდმა ევროპის ლიგის გათამაშება ზედიზედ მესამედ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113605