ფეხბურთი

15:18 | 17.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ლიგა: 1/2 ფინალების მოლოდინში

16 მაისს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის რეგულარული სეზონის ბოლო, მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა და საბოლოოდ გაირკვა იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომლებიც ნახევარფინალში განაგრძობენ ასპარეზობას.

თბილისის „თბილისმა“ დაძაბულ ორთაბრძოლაში, უშუალო კონკურენტი უფლისციხე დაამარცხა 5-4 და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. თბილისელთა რიგებში თავის საუკეთესო თამაში ჩაატარამანუკ მხითარიანმა, რომლის ჰეთ თრიკიც დიდად წაადგა გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ „თბილისი“ პირველად მონაწილეობს ჩემპიონატში და პირველივე ცდაზე საუკეთესო ოთხეულში შეძლო მოხვედრა.

ნახევარფინალში „თბილისის“ მეტოქე ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი იქნება, რომელმაც გუშინ თავის მხრივ კიდევ ერთ ნახევარფინალისტს, აფხაზეთს სძლია 9-1. უკვე ტრადიციულად, თსუ-ს წარმატებაში ლომის წილი დაიდო მათმა საუკეთესო ბომბარდიირმა, გია ნიკვაშვილმა რომელმაც სეზონში მესამედ შეძლო „პოკერის“ შესრულება. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, აფხაზეთის ფეხბურთელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ პირველ ტაიმში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს ფავორიტ მეტოქეს და რომ არა დასანანი შეცდომა, შესაძლებელია ტაიმი უგოლოდაც დასრულებულიყო. მეორე ნახევარში მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, თსუ-მ „კლანჭები“ გამოაჩინა და მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა.

მომდევნო ეტაპზე ითამაშებს მოქმედი ჩემპიონი სტუ-თელასი. „ენერგეტიკოსებმა“ გუშინ ბათუმის დინამო დაამარცხეს 8-3. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბათუმელებს მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს და პირველ ნახევარში ნაჩვენები თამაშით ეს მიზანი უტოპიად სრულიად არ ჩანდა, თუმცა საბოლოოდ გამოცდილებამ და სათამაშო კლასმა თავისი გაიტანა და ჩემპიონმაც რეგულარული სეზონი გამარჯვებით დაასრულა. თელასის რიგებში მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა კარლო წვერავამ, რომელიც განსაკუთრებით ეფექტური მეხუთე მოთამაშის პოზიციაზეა - გუშინდელ შეხვედრაში მან ჰეთ თრიკი შეასრულა. ფინალში გასასვლელად „სტუ-თელასი“ აფხაზეთს დაუპირისპირდება.

ორ რაუნდიანი ნახევარფინალური შეხვედრები 23 და 30 მაისს გაიმართება, ჩემპიონის და მესამე ადგილოსნის ვინაობა კი 10 ივნისს გახდება ცნობილი.

ბომბარდირები: მელტონ ახალაია (აფხაზეთი) – 20, გიორგი ნიკვაშვილი (თსუ), აბი აჰი ალფონსე (სპარტაკი) – 17, ლაშა მაისურაძე (იბსუ) – 15, გოჩა მახარაძე (დინამო) -14

16.05.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. VII ტური

თბილისი - უფლისციხე 5-4 (3-2)

გოლები: 2:20’ მხითარიანი (1-0), 4:09’ მხითარიანი (2-0), 12:26’ ნ.თურმანიძე (3-0), 14:57’ ტლაშაძე (3-1), 15:39’ ოქროპირიძე (3-2), 24:47’ მჭედლიშვილი (3-3), 29:22’ სულთანიშვილი (3-4), 31:55’ მხითარიანი (4-4), 37:54’ ნ.თურმანიძე (5-4)

გაფრთხილება: 14:37’ ჭელიძე (თბ), 33:14’ ოქროპირიძე (უფლ), 36:51’ ცეცაძე (თბ), 38:44’ რეხვიაშვილი (თბ)

IBSU - სპარტაკი 9-6 (5-2)

გოლები: 4:23’ მაისურაძე (1-0), 4:41’ მაისურაძე (2-0), 9:08’ დუ ჯუნიორ (2-1), 10:54’ მაისურაძე (3-1), 13:32’ დუ ჟუნიორ (3-2), 15:27’ ზატუაშვილი (4-2), 19:58’ მაისურაძე (5-2), 22:00’ ხავიერი (5-3), 26:15’ დუ ჟუნიორ (5-4), 30:24’ წურწუმია (6-4), 31:16’ ზატუაშვილი (7-4), 33:47’ კანდარელი (7-5), 34:35’ მაისურაძე (8-5), 38:54’ მგალობლიშვილი (8-6), 39:26’ წურწუმია (9-6)

გაფრთხილება: 8:20’ ლ.კალანდია (იბსუ)

სტუ-თელასი - დინამო (ბთ) 8-3 (1-1)

გოლები: 2:11’ სოზაშვილი (1-0), 17:51’ თოდაძე (1-1), 22:31’ თოდაძე (1-2), 25:17’ წვერავა (2-2), 26:03’ წვერავა (3-2), 30:33’ წვერავა (4-2), 31:15: ცხომარია (5-2), 33:19’ ასათიანი (6-2), 33:30’ გ. მხარაძე (6-3), 34:12’ კურბანოვი (7-3), 36:50’ ასათიანი (8-3)

გაფრთხილება: 20:49’ კურბანოვი, 31:15’ ცხომარია (თელ)

აფხაზეთი - თსუ 1-9 (0-1)

გოლები: 19:11’ ნიკვაშვილი (0-1), 21:23’ ჭუმბურიძე (0-2), 22:15’ ჭანუყვაძე (0-3), 23:12’ კვარაცხელია (1-3), 26:10’ ნიკვაშვილი (1-4), 29:50’ ქურცაძე (1-5), 34:52’ ნიკვაშვილი (1-6), 36:34’ კობაიძე (1-7), 38:36’ სიგუნავა (1-8), 39:57’ ნიკვაშვილი (1-9)

საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან გერმანული სპორტული ბრენდი SALLERდა ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“,“წყალი მარგებელი“, SPORT City, Apple City

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“,ვებ პორტალები, mysports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

0.317448