ფეხბურთი

11:45 | 17.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

თასის ფინალს ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრება

18 მაისს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალურ მატჩს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება.

თასის ფინალი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდებიან. მატჩზე დასწრება უფასოა, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი განახორციელებს. თამაში 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114035