ფეხბურთი

22:15 | 16.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა: ბოლოსწინა ტურმა ცხრილი უფრო ჩახლართა

გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ბოლოსწინა ტური. ღოგორც იცით, პირველი ლიგიდან 5 გუნდი ვარდება და სწორედ ცხრილის ქვედა ნაწილში არის დიდი დაძაბულობა. უმაღლესში გადასვლით კი, ვინ გადადის? ჯერ ლიცენზია არცერთს არ მიუღია და მხოლოდ ორმა კლუბმა შეიძლება მიიღოს: “ლიახვმა” და “ვიტ ჯორჯიამ”.
ორი გუნდი გავარდნილია: “ალგეთი” და “მერცხალი”. ისინი დღეს ერთმანეთს შეხვდნენ და მარნეულელებმა 4:1 მოიგეს. მათ გარდა კიდევ სამნი უნდა გავარდნენ და წარმოიდგინეთ, 7 გუნდს ემუქრება საფრთხე. შვიდივეს აქვს გადარჩენის შანსი, თუმცა მეტ-ნაკლებად.
დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული შეხვედრა “ჭიათურა”-“იმერეთი” იყო, რომელიც 0:0 დასრულდა. ჭიათურელები სხვებთან შედარებით იმედიანად არიან, რადგან ბოლო ტურში უკვე გავარდნილ, აუტსაიდერ “მერცხალს” ხვდებიან სტუმრად და თუ მოიგებენ, თავი ქუდში ექნებათ.
“მაჭახელაა” ყველაზე რთულ მდგომარეობაში, რადგან ბოლოდან მესამეზეა. ხელვაჩაურელებმა დღეს “ჩხერიმელას” შინ ვერ მოუგეს (0:0). ეს ფრე “ჩხერიმელას” უფრო აძლევდა ხელს, რადგან ბოლო ტურში უმოტივაციო “ოდიში 1919”-ს ხვდებიან და თუ მოიგებენ, ლიგაში დარჩებიან.
წალენჯიხის “სქურმა” წყალტუბოს “სამგურალს” გასვლაზე 1:0 აჯობა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულაც აიღო. “სამეგრელომ” 2:0 სძლია “ბეთლემს” და ახლა ორივე გუნდი სახიფათო ზონაშია: უფრო “სამეგრელო”, რომელიც ბოლოდან მეხუთეზეა.
ლიდერი “ლიახვია” და ორი ტურის წინ გაინაღდა პირველი ლიგის ჩემპიონობა, მეორეზე მყოფმა “ვიტ ჯორჯიამ” კი შინ 3:0 სძლია ტყიბულის “მეშახტეს”. მესამეზე ხობის “კოლხეთია”, რომელმაც ამ ტურში სწორედ “ლიახვს” აჯობა 3:0.

ოდიში 1919 (ზუგდიდი) – გაგრა 1:3
გოლები: 0:1 მაგრაქველიძე (5), 1:1 ფარჯიკია (26), 1:2 მაგრაქველიძე (55), 1:3 გაფრინდაშვილი (63)

სამეგრელო (ჩხოროწყუ) – ბეთლემი (ქედა) 2:0
გოლები: 1:0 ასათიანი (14), 2:0 ქებურია (90)

მაჭახელა (ხელვაჩაური) – ჩხერიმელა (ხარაგაული) 0:0

ჭიათურა – იმერეთი (ხონი) 0:0

სამგურალი (წყალტუბო) – სქური (წალენჯიხა) 0:1
გოლი: 0:1 შელია (19)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მეშახტე (ტყიბული) 3:0
გოლები: 1:0 ღირდალაძე (31), 2:0 ღუდუშაური (71), 3:0 თათხაშვილი (90)

ლიახვი (ცხინვალი) – კოლხეთი (ხობი) 0:3
გოლები: 0:1 ბაკურაძე (24), 0:2 ჭედია (74), 0:3 თევზაძე (84)

ალგეთი (მარნეული) – მერცხალი (ოზურგეთი) 4:1
გოლები: 1:0 ქართველიშვილი (8), 2:0 ტიელიძე (14), 3:0 ნაკანი (30), 4:0 ხეცურიანი (34), 4:1 ჭკუასელი (67)

რუსთავი – ბორჯომი 0:0

ლიახვი 33 20 9 4 81:33 69
ვიტ-ჯორჯია 33 18 9 6 61:26 63
კოლხეთი ხ 33 17 10 6 58:28 61
ბორჯომი 33 16 10 7 43:31 58
გაგრა 33 16 3 14 54:38 51
სამგურალი 33 15 3 15 57:46 48
ოდიში 1919 33 14 6 13 52:57 48
რუსთავი 33 10 13 10 33:30 43
მეშახტე 33 10 12 11 27:29 42
სქური 33 10 10 13 29:33 40
ჩხერიმელა 33 11 7 15 38:50 40
ბეთლემი 33 12 4 17 42:63 40
ჭიათურა 33 8 15 10 37:46 39
სამეგრელო 33 10 8 15 30:47 38
იმერეთი 33 9 11 13 31:52 38
მაჭახელა 33 8 13 12 29:41 37
ალგეთი 33 8 7 18 32:50 31
მერცხალი 33 6 8 19 40:73 26

ბოლო ტური 21 მაისს გაიმართება: იმერეთი-ლიახვი, კოლხეთი-სამეგრელო, მეშახტე-ალგეთი, მერცხალი-ჭიათურა, ბორჯომი-მაჭახელა, გაგრა-ვიტ ჯორჯია, სქური-რუსთავი, ბეთლემი-სამგურალი, ჩხერიმელა-ოდიში 1919

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115967