ფეხბურთი

0:44 | 15.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” 24-ე საჩემპიონო ტიტული

“ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო ტურში “გრანადა” იოლად დაამარცხა და ლა ლიგას 24-ედ სრულიად დამსახურებულად დაეუფლა.

კატალონიურ გრანდს ლუის სუარესმა მოაგებინა, რომელიც მიმდინარე გათამაშების უდავოდ საუკეთესო მოთამაშეა. ურუგვაელმა ფორვარდმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა: 22-ე წუთზე ხორდი ალბას პასს გამოეხმაურა და ცარიელ კარში გაიტანა, ხოლო 38-ე წუთზე ანდრე ფერნანდესს დაასწრო და ორამდე გაზარდა სხვაობა. ლუისს მესამე ბურთი 86-ე წუთზე ნეიმარმა, ცარიელ კარში გაატანინა – 0:3.

სუარესი 40 გატანილი ბურთით საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მეორე ადგილზე გასულ კრიშტიანო რონალდუს 5 ბურთი გაუსწრო. გარდა ამისა, ურუგვაელს ლეო მესისთან ერთად, ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული – 16. სულ, მესი-ნეიმარი-სუარესის ტრიომ 90 ბურთი გაიტანა, საიდანაც 26 არგენტინელზე მოდის, ხოლო 24 ბრაზილიელზე.

მადრიდის “რეალმა” კრიშტიანო რონალდუს დუბლით “რიასორზე” ადგილობრივი “დეპორტივო” დაამარცხა, თუმცა “ლოს კარმენესზე” სასწაული არ მოხდა და “ბლანკოსმა” სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. მასპინძელთა რიგებში უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა 40 წლის მანუელ პაბლომ, რომელმაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

მოიგო მეორე მადრიდულმა გრანდმაც, რომელმაც “ვისენტე კალდერონზე” ვიგოს “სელტა” დაამარცხა. ორივე ბურთი მეორე ნახევრის დასაწყისში გავიდა: 51-ე წუთზე ჩინებულ ფორმაში მყოფმა ფერნანდო ტორესმა გაიტანა, ხოლო სამ წუთში ანტუან გრიზმანმა გაზარდა სხვაობა – 2:0.

აღსანიშნავია, რომ “ატლეტიკომ” “დეპორტივოს” მიერ 1993/1994 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გაიმეორა. საუბარია, ყველაზე ცოტა გაშვებულ გოლზე ერთ სეზონში. მაშინ გალისიური კლუბის მეკარემ, ფრანცისკო ლიანომ 38 მატჩში 18 ბურთი გაუშვა, რაც იან ობლაკმა გაიმეორა და რომ არა, წინა ტურში “ლევანტესთან” 90-ე წუთზე გაშვებული ბურთი, ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდებოდა.

დღის მეოთხე მატჩში “ბილბაომ” გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე “სევილია” მიიღო და იოლად დაამარცხა. დუბლით გამოირჩა ვეტერანი არიც ადურისი, რომელსაც მიმდინარე სეზონში 20 ბურთი დაუგროვდა, რაც ესპანელ მოთამაშეებში საუკეთესო შედეგია.

გრანადა – ბარსელონა 0:3 (0:2)

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, რ.კოშტა (დორია 81), ბაბინი, ლომბანი, მ.ლოპეში, მ.რიკო, დაკური, რ.პერესი, პენარანდა, როჩინა (კუენკა 46), ელ არაბი (ბარალი 77).
მწვრთნელი: ხოსე გონსალესი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მასკერანო (მატიე 75), პიკე, ალვეში, ალბა, ბუსკეტსი (რობერტო 88), რაკიტიჩი (თურანი 79), ინიესტა, მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: ლ.სუარესი (22;38;86)
გაფრთხილებები: დაკური, რ.პერესი, ფ.რიკო, ა.ფერნანდესი, რ.კოშტა – ბუსკეტსი, პიკე
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

დეპორტივო – რეალი 0:2 (0:2)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-4-2): პლეტიკოშა, არიბასი (რ.ვილალბა 71), სიდნეი, ფ.ნავარო, მ.პაბლო, მოსკერა (ბორგესი 76), ბერგენტინოსი, კარტაბია, ფაჟრი (ო.რიერა 76), ლ.პერესი, ლ.ალბერტო.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

რეალი (4-3-3): ნავასი, რამოსი, პეპე, კარვახალი, მარსელო, კასემირო, მოდრიჩი, კროოსი (ისკო 61), რონალდუ (ხამესი 46), ბეილი (ხესე 76), ბენზემა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: რონალდუ (7;25)
გაფრთხილებები: მოსკერა – კროოსი, რამოსი, მარსელო
მსაჯი: მატეუ ლაოსი

ბილბაო – სევილია 3:1 (2:0)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, გურპეგი (მ.რიკო 87), ბოვედა, ლეკუე, ბალენსიაგა (ელუსტონდო 49), სან ხოსე, ბენიატი, რ.გარსია, უილიამსი (მუნიაინი 76), სუსაეტა, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, რამი (კარისო 46), დ.გონსალესი, კარმონა, კოლოძიეჩაკი, კრისტოფორო, ნ’ზონზი (კრიხოვიაკი 46), ფ.სანჩესი, იბორა, კონოპლიანკა (ესკუდერო 61), მუნიოსი.
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0;2:0 ადურისი (11;31), 2:1 მუნიოსი (55), 3:1 რ.გარსია (71)
გაფრთხილებები: რ.გარსია – კრისტოფორო, სანჩესი
გაძევება: კოკე (34 სკამიდან), კოლოძიეჩაკი (58), მ.რიკო (90)
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

ატლეტიკო – სელტა 2:0 (0:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, ა.ფერნანდესი, გაბი, საული, კოკე, გრიზმანი (კარასკო 74), ფ.ტორესი (ტიაგო 78).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ს.გომესი, მალიო, ხონი, პლანასი, დიასი, ვასი (ასპასი 59), პ.ერნანდესი (რადოია 82), ორელიანა (ბონგონდა 72), ნოლიტო, გუიდეტი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 1:0 ფ.ტორესი (51), 2:0 გრიზმანი (54)
გაფრთხილებები:
გაბი, გრიზმანი, სავიჩი, კოკე – ორელიანა, ნოლიტო, მალიო, პ.ერნანდესი, ასპასი
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13739