ფეხბურთი

21:56 | 14.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა დასრულდა: "გლადბახი" ზედიზედ მეორედ ლიგაზე, "შტუტგარტი" გავარდა

ბუნდესლიგის ბოლო ტურის წინ გასარკვევი მხოლოდ ის იყო, ვინ გავარდებოდა და ვინ დაიკავებდა მეოთხე ადგილს. შაბოლოოდ, ლიგის ზონაში ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, გავარდნითაც აუტსაიდერად მიჩნეული გუნდი გავარდა.

მოკლედ, ყველაზე დრამატული თამაში ბრემენში შედგა, სადაც “ვერდერმა” პლეი-აუთს თავის შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე დააღწია. დიახ, იმისათვის, რომ “ბრემენელ მუსიკოსებს” გაისად ბუნდესლიგაში ადგილი დღესვე დაებევათ, “აინტრახტი” უსათუოდ უნდა დაემარცხებინათ. ვიქტორ სკრიპნიკის გუნდი ამის გაკეთებას 88-ე წუთამდე ვერ ახერხებდა – მანამ, სანამ საქმეში მასპინძელთა სენეგალელი მცველი პაპუ ჯილობოჯი არ ჩაერთო – სწორედ აფრიკელმა გაიტანა აწ უკვე დასრულებულ სეზონში “ვერდერისთვის” ყველაზე ფასეული და წონადი გოლი. ამ მოგების წყალობით 2004 წლის ჩემპიონი “ვერდერი” ბუნდესლიგაში დარჩა, ხოლო მის მიერ ძლეული ფრანკფურტის “აინტარახტი” პლეი-აუთში მოხვდა და ახლა ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა II ბუნდესლიგის მესამე ადგილოსანთან მოუწევს. მოკლედ, ნიკო კოვაჩის გუნდისთვის სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება.

სამაგიეროდ სეზონი დაასრულა 2007 წლის ჩემპიონმა “შტუტგარტმა”, რომელიც უმოტივაციო “ვოლსფბურგთან” გასვლაზე დამარცხდა და ახალი სეზონიდან მხოლოდ ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად თუ ითამაშებს. საერთოდ, “შვაბებს” საშინელი სეზონი გამოუვიდათ. პირველი წრის მერე გუნდი თითქოს განწიირული გახლდათ, მერე, როცა მთავარ მწვრთნელად იურგენ კრამნი მივიდა, “შტუტგარტმა” მოგებები დაიწყო და სახიფათო ზონასაც მოსცილდა, მაგრამ... მაგრამ ბოლო ტურებში სახელოვანი გუნდი იმდენად ცუდად გამოვიდა, რომ მაინც გავარდა და თავის მრავალირცხოვან ქომაგთა არმიას გული დასწყვიტა.

ეს ქვემოთ – ზემოთ კი ყველაფერი “გლადბახის” სასარგებლოდ დასრულდა. “ბორუსიამ” არნახულ წარმატებას მიაღწია და ჩემპიონთა ლიგის საგზური ზედიზედ მეორედ გაიფორმა. მოგეხსენებათ, შარშან ეს გუნდი ლუსიენ ფავრის თავკაცობით მესამე ადგილზე გავიდა. ამჯერად ანდრე შუბერტის გუნდი ბრინჯაოს მედლებს ვერ შესწვდა, მაგრამ ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლება კი მოიპოვა და თანაც დამსახურებულად. შხვა თუ არაფერი, “გლადბახი” ერთადერთი კლუბი იყო ამ სეზონში, რომელმაც თვით მიუნხენის “ბაიერნთან” არ წააგო არცერთი თამაში. სხვათა შორის, აღნიშნული წარმატება მით უფრო დასაფასებელია, რომ პირველი ოთხი ტურის მერე “გლადბახს” 0 ქულა ჰქონდა და ბერვს ჩამოწერილიც ჰყავდა... თუმცა შუბერტის მოსვლის შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, თანაც უკეთესობისკენ.

ევროპა ლიგაზე ითამაშებენ “შალკე”, “მაინცი” და “ჰერტა”. ეს უკანასკნელი პლეი-ოფში, ხოლო პირველი-ორი მათგანი ჯგუფურ ეტაპზე. “შალკესთვის” მისი მაბიციებიდან გამომდინარე მეხუთე ადგილი უფრო წარუმატებლობაა, ვიდრე წარმატება, ხოლო “მაინცმა” და “ჰერტამ” თავის წინასასეზონი მიზნებს წინ გაუსწრეს. ისე კი, დედაქალაქური გუნდი ახლა უეჭველად ჩემპიონთა ლიგის ზონაში იქნებოდა, რომ არა კოშმარულად ჩატარებული ბოლო 8 მატჩი. შეგახსენებთ, “ჰერტა” მესამე ადგილზე იყო და უახლოეს მდევართან 7 ქულიანი ჰანდიკაპიც ჰქონდა, მაგრამ პალ დარდაის გუნდს ეს უპირატესობა არ ეყო.

ჩემპიონმა “ბაიერნმა” კი სეზონი შინ ბოლოადგილოსან და კარგა ხნის გავარდნილ “ჰანოვერთან” მოგებით დაასრულა – 3:1. მასპინძელთაგან ყველაზე ბედნიერი ალბათ, მარიო გიოტცე გახლდათ, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

ბუნდესლიგის 2015-2016 წლების სეზონის საბოლოო ვერდიქტი ასეთია: "ბაიერნი" ჩემპიონია - მის გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე გერმანიას "დორტმუნდი", "ლევერკუზენი" და "გლადბახი" წარადგენენ. ევროპა ლიგაზე გავიდნენ "შალკე", "მაინცი", ჰერტა". II ბუნდესლიგაში დაქვეითდნენ "ჰანოვერი" და "შტუტგარტი", ხოლო "აინტრახტი" პლეი-აუთში ითამაშებს.

“აუგსბურგი” – “ჰამბურგი” 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 ფინბოგასონი (11), 1:1 გრეგორიტში (36), 1:2 მიულერი (62), 1:3 გრეგორიტში (74)

“ლევერკუზენი” – “ინგოლშტატდი” 3:2 (2:1)

გოლები: 0:1 ლეჩკიე (16), 1:1 არანგიზი (31), 2:1 კამპლი (37), 3:1 კისლინგი (61), 3:2 ჰარტმანი (69)

“ბაიერნი” – “ჰანოვერი” 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (12), 2:0 გიოტცე (28), 3:0 გიოტცე (54), 3:1 სობიეხი (66)

“დარმშტადტი” – “გლადბახი” 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 აზარი (31), 0:2 ჰანი (63)

“დორტმუნდი” – “კიოლნი” 2:2 (1:2)

გოლები: 1:0 კასტრო (11), 1:1 მოდესტე (27), 1:2 ჯოჯიჩი (43), 2:2 როისი (75)

“ჰოფენჰაიმი” – “შალკე” 1:4 (1:2)

გოლები: 0:1 ჰუნტელაარი (7), 0:2 ჩუპო-მოტინგი (14), 1:2 უტი (41), 1:3 სანე (56), 1:4 შარი (89)

“მაინცი” – “ჰერტა” 0:0 (0:0)

“ვერდერი” – “აინტრახტი” 1:0 (0:0)

გოლი: ჯილობოჯი (88)

“ვოლფსბურგი” – “შტუტგარტი” 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 არნოლდი (11), 2:0 შურლე (29), 2:1 დიდავი (78), 3:1 შურლე (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.161021