ფეხბურთი

13:17 | 14.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს ბოლო ტურის წინ: მთავარი ინტრიგა პალერმოშია

იტალიის სერია A-ს ბოლო, XXXVIII ტურის წინ ინტრიგა მხოლოდ გასავარდნ ზონაშია შემორჩენილი და შესაბამისად, სატურნირო ცხრილის მხრივ ყველაზე დიდ ინტერესს “პალერმოსა” და “ვერონას” თამაში იწვევს. სხვა მხრივ, კალჩოში ყველაფერი გარკვეულია.

“ვერონა” და “ფროზინონე” უკვე გავარდნილია. ახლა ისღაა გასარკვევი, რომელი იქნება მესამე გუნდი, რომელიც სერია ბ-ში დაქვეითდება – “პალერმო” თუ “კარპი”.

სიცილიელები მეტოქეს ქულით სჯაბნიან და შესაბამისად გაცილებით მაღალი შანსი აქვთ გაისადაც ელიტაში იყვნენ. დავიდე ბალარდინის გუნდი ჩემპიონატის ბოლო თამაშს საკუთარ მოედანზე გამართავს. “რენცო ბარბერაზე” სიცილიელები უკვე გავარდნილ “ჰელას ვერონას” მასპინძლობენ და ფავორიტადაც ითვლებიან. მისი კონკურენტი “კარპი” კი, გასვლაზე “უდინეზეს” ხვდება. ისე, “ვერონასი” არ იყოს, “უდინეზეც” უმოტივაციოა. სხვათა შორის, ფრიულელთა ლეგენდარული კაპიტანი ანტონიო დი ნატალე ბოლოჯერ ჩაიცვამს შავ-თეთრ მაისურს.

უკვე გარკვეულია ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი სამივე გუნდის ვინაობაც. გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, თუ ვინ გავა მეორე ადგილზე და შესაბამისად ჯგუფური ეტაპის საგზურს პირდაპირ, ყოველგვარი პლეი-ოფის გარეშე მოიპოვებს. ამჟამინდელი მდგომარეობით “ნაპოლი” “რომას” ორი ქულით უსწრებს. დღეს “ჯალოროსი” “მილანს” ეთამაშება გასვლაზე. ამ გუნდთა დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, მაგრამ ახლა ასე არაა. მატჩის მთავარი ინტრიგა გარდა იმისა, რომ “ჯალოროსის” ქულები სჭირდება, კრისტიან აბიატია, რომელიც დღეს “სან სიროზე” ბოლოჯერ ითამაშებს, ხოლო სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.

ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” სერია ა-ს ბოლო ტურს გახსნის საკუთარ მოედანზე “სამპდორიასთან”. მასიმილიანო ალეგრის თქმით, მისი გუნდი ისეთი უსახური არ იქნება, როგორც ერთი კვირის წინ ვერონაში. დღეს, “იუვეს” წამყვანი ცენტრალური მცველი ჯორჯო კიელინი დაუბრუნდება ორთვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ.

“იუვენტუსი” – “სამპდორია”

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

14 მაისი, 19:00 საათი

“იუვენტუსი” (3-5-2): ნეტო; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი, პერეირა, ერნანესი, პოგბა, ევრა; მანჯუკიჩი, დიბალა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; დიაკიტე, სილვესტრე, სკრინარი; სალა, ბარეტო, კრისტიჩიჩი, დოდო; ალვარესი, კორეა; კვალიარელა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“მილანი” – “რომა”

მილანი, “სან სირო”

14 მაისი, 22:45 საათი

“მილანი” (4-3-1-2): აბიატი; კალაბრია, მექსე, რომანიოლი, დე შილიო; კუცკა, მონტოლივო, ბერტოლაჩი; ბონავენტურა; ბაკა, ბალოტელი

მწვრთნელი: კრისტიან ბროკი

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; სალაჰი, ჯეკო, ელ შაარავი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“ნაპოლი” – “ფროზინონე”

ნეაპოლი, “სან პაოლო”

14 მაისი, 22:45 საათი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ჩირიკეში, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ფროზინონე” (4-3-3): ძაპინო; მ. ჩიოფანი, რუსო, ბლანჩარდი, კრიველო; ფრარა, გორი, სამარკო; დიონისი, დ. ჩიოფანი, კრაგლი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“სასუოლო” – “ინტერი”

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

14 მაისი, 22:45 საათი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; პელეგრინი, მანიანელი, დანკანი; პოლიტანო, დეფრელი, სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ინტერი” (4-2-3-1): კარიცო; დამბროზიო, მურილო, ჟუან ჟესუსი, ტელეში; გნუკური, კონდოგბია, ბროზოვიჩი; იოვეტიჩი, პალასიო, ედერი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

“კიევო” – “ბოლონია”

ვერონა, “ბენტეგოდი”

15 მაისი, 20:00 საათი

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; სარდო, გამბერინი, ცეზარი, კაჩატორე; პინცი, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; მპოკუ; პელისიერი, ფლორო ფლორესი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ბოლონია” (4-2-3-1): მირანტე; ფერარი, როსეტინი, კრაფტი, მაზინა; ბრიგი, კრესეტიჯი; ძუნიგა, ბრიენცა, ჯაკერინი; ფლოკარი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

მსაჯი: რიკარდო როზი

“ემპოლი” – “ტორინო”

ემპოლი, “კასტელანი”

15 მაისი, 20:00 საათი

“ემპოლი” (4-3-1-2): პულიეზი; ბიტანტე, ტონელი, კოსტა, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი, კროჩე; საპონარა; პუჩარელი, მაკარონე

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, იანსონი, გასტონ სილვა; ძაპაკოსტა, ბენასი, ბაზელი, აკქუა, ბრუნო პერესი; ბელოტი, იმობილე

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

მსაჯი: პაოლო საია

“ჯენოა” – “ატალანტა”

გენუა, “მარასი”

15 მაისი, 20:00 საათი

“ჯენოა” (3-5-2): ლამანა; მუნიოსი, ბურდისო, იცო, ანსალდი, რინკონი, რიგონი, დზემაილი, ლაქსალტი; სუსო, პავოლეტი

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“ატალანტა” (4-2-3-1): რადუნოვიჩი; კონტი, მაზიელო, ჯიმშიტი, ბრივიო; ჩიგარინი, დე რუნი; კურტიჩი, დიამანტი, გომესი; ბორიელო

მწვრთნელი: ედუარდო რეია

მსაჯი: ჯანლუკა აურელიანო

“ლაციო” – “ფიორენტინა”

რომი, “ოლიმპიკო”

15 მაისი, 22:45 საათი

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, ბიშევაცი, ჯენტილეტი, კონკო; პაროლო, კატალდი, ლულიჩი; კანდრევა, კლოზე, კეიტა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ასტორი; ბერნარდესკი, ვესინო, ბადეი, ალონსო; სარატე, ილიჩიჩი; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

მსაჯი: ჯანლუკა მანჯანიელო

“პალერმო” – “ვერონა”

პალერმო, “რენცო ბარბერა”

15 მაისი, 22:45 საათი

“პალერმო” (3-4-2-1): სორენტინო; ჩიონეკი, გონსალესი, ანდელკოვიჩი; რისპოლი, ჰილიერმაკი, მარესკა, მორგანელა; ქუაისონი, ვასკესი; ჯილარდინო

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი

“ვერონა” (4-2-3-1): გოლინი; პიზანო, ბიანკეტი, ჰელანდერი, ალბერტაცი; იონიტა, ვივიანი, ვსჟოლეკი, გომესი, სილიგარდი; პაცინი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“უდინეზე” – “კარპი”

უდინე, “დაჩია სთედიუმი”

15 მაისი, 22:45 საათი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; პირისი, დანილო, ფელიპე; ვიდმერი, ბადუ, ჰალფრედსონი, ფერნანდესი, პასკუალე; ტერო, დი ნატალე

მწვრთნელი: ჯიჯი დე კანიო

“კარპი” (4-4-1-1): ბელეკი; პაშიუტი, საუგერი, გალიოლო; საბელი; მარტინიო, კრიმი, ბიანკო, დი გაუდიო; ვერდი; ლასანია

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125016