ფეხბურთი

19:44 | 10.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა: ორნი გავარდნენ, სამი გასარკვევია

პირველი ლიგის 32-ე (ბოლოდან მესამე) ტური გაიმართა და გაირკვა ჯერ ორი გავარდნილი გუნდის ვინაობა: მარნეულის “ალგეთი” და ოზურგეთის “მერცხალი”. ლიგიდან სულ 5 გუნდი ვარდება და კიდევ სამნი მოჰყვებიან “შემცირებაში”, ბრძოლა კი კიდევ უფრო დაიძაბება ამ ტურის შემდეგ. სამი ვარდება და 7 გუნდს აქვს საფრთხე...

შანსი გაუჩნდა “სამეგრელოს”, რომელმაც წალენჯიხის “სქურს” გასვლაზე 1:0 სძლია. თავად “სქურიც” საშიშ ზონაშია. “ჭიათურა” აგებდა, მაგრამ ქულა მოიპოვა ლიდერ ცხინვალის “ლიახვთან” (1:1). ვლადიმერ ხაჩიძის გუნდს მომდევნო ტურში ელის გადამწყვეტი შეხვედრა, შინ უშუალო კონკურენტ ხონის “იმერეთს” ხვდება.

თავიანთი მატჩები მოიგეს მეორე, მესამე და მეოთხეადგილოსანმა გუნდებმა: “ვიტ ჯორჯიამ”, ხობის “კოლხეთმა” და “ბორჯომმა”. თუმცა ლიცენზია ჯერ არცერთ პირველლიგელს არ აუღია და ამიტომაც ვერ ვწერთ, ვის შეუძლია გადასვლა უმაღლესში და ვის – ვერა. დღეს აპელაციის შეტანის ბოლო ვადაა, პირველლიგელები პასუხს დაელოდებიან, ჯერჯერობით კი, მოვიცადოთ.

კოლხეთი (ხობი) – ბეთლემი (ქედა) 4:1

იმერეთი (ხონი) – ალგეთი (მარნეული) 2:1

ლიახვი (ცხინვალი) – ჭიათურა 1:1

მერცხალი (ოზურგეთი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:4

ბორჯომი – სამგურალი (წყალტუბო) 1:0

გაგრა – მაჭახელა (ხელვაჩაური) 0:0

სქური (წალენჯიხა) – სამეგრელო (ჩხოროწყუ) 0:1

ჩხერიმელა (ხარაგაული) – რუსთავი 2:1

მეშახტე (ტყიბული) – ოდიში1919 (ზუგდიდი) 3:1

1 ლიახვი 32 69 20 9 3 82 29 53
2 ვიტ ჯორჯია 32 60 17 9 6 58 26 32
3 კოლხეთი 32 58 16 10 6 55 28 27
4 ბორჯომი 32 57 16 9 7 43 31 12
5 გაგრა 32 48 15 3 14 51 37 14
6 სამგურალი 32 48 15 3 14 57 45 12
7 ოდიში1919 32 48 14 6 12 50 55 -5
8 რუსთავი 32 42 10 12 10 33 30 3
9 მეშახტე 32 42 10 12 10 27 26 1
10 ბეთლემი 32 40 12 4 16 42 61 -19
11 ჩხერიმელა 32 39 11 6 15 38 50 -12
12 ჭიათურა 32 38 8 14 10 37 46 -9
13 სქური 32 37 9 10 13 28 33 -5
14 იმერეთი 32 37 9 10 13 31 52 -21
15 მაჭახელა 32 36 8 12 12 29 41 -12
16 სამეგრელო 32 35 9 8 15 28 47 -19
17 ალგეთი 32 28 7 7 18 28 50 -22
18 მერცხალი 32 26 6 8 18 39 69 -30
0.116347