ფეხბურთი

15:22 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერია A XXXVII ტურის წინ: ტონი ფეხბურთიდან მიდის, ტოტი ახალგაზრდობას იხსენებს...

იტალიის სერია A-ს XXXVII ტურის წინ მთავარი ინტრიგა მხოლოდ გასავარდნ ზონასა და მეორე ადგილისთვის ბრძოლაშია. სხვა ყველაფერი თითქმის გარკვეულია. ჩემპიონი უკვე ცნობილია, სამეულში შემსვლელი გუნდების ვინაობაც და ევროპა ლიგის საგზურის მფლობელებიც. საკითხავი ისაა, შეძლებს თუ არა “მილანი” მეშვიდე ადგილზე გასვლას.

კრისტიან ბროკის გუნდი დღეს “ბოლონიას” გასვლაზე ეთამაშება და წინა ტურებში დაკარგული ქულების შემდეგ რეაბილიტირება მართებს. “როსონერი” ცუდ დღეში რომაა, ის ფაქტიც მოწმობს, რომ “სასუოლომ” მეშვიდე ადგილი წაართვა და დიდი შანსია, ლომბარდიული კლუბი ზედიზედ მეორე სეზონი ევროსარბიელს მიღმა აღმოჩნდეს. ამ ყველაფრის ფონზე კი სილვიო ბერლუსკონი მშვიდადაა და აცხადებს, ბროკის დრო უნდა მივცეთო. ახალბედა სპეციალისტს დრო 21 მაისამდე, ანუ, იტალიის თასის ფინალადმე აქვს და დაველოდოთ...

მანამდე კი ტური მილანში დაიწყება, სადაც “ინტერი” “ემპოლის” მასპინძლელი იქნება. აღნიშნული შეხვედრა არცერთი გუნდისთვის არაფერს წყვეტს – “ემპოლიმ” ამოცანა შეასრულა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა, “ინტერმა” კი იგივეს გაკეთება ვერ მოახერხა. რობერტო მანჩინის გუნდის ამოცანა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იყო, თუმცა “ნერაძურის” მხოლოდ ევროპა ლიგით მოუწევს დაკმაყოფილება. არადა, ერთი პერიოდი “ინტერნაციონალე” სკუდეტოსთვის აცხადებდა პრეტენზიას. როგორც აღმოჩნდა, “ინტერი” საჩემპიონო გუნდი არ გამოდგა და მინიმუმ გაისამდე მოუწევს მოცდა.

უკვე ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” კი ხვალ გავარდნილ “ვერონას ესტუმრება. აღნიშულ შეხვედრას ერთადერთი დატვირთვა გააჩნია: საფეხბურთო კარიერას ასრულებს და შესაბამისად, ბოლოჯერ ითამაშებს ლეგენდარული იტალიელი ფორვარდი ლუკა ტონი. ტონიმ თავის მდიდარ საფეხბურთო კარიერაში სერია A-ში ორჯერ იბომბარდირა, ხოლო ჯამში ამ გათამაშებაში 156 გოლი გაიტანა.

მეორე ადგილისთვის მოგეხსენებათ “ნაპოლი” და “რომა” იბრძვიან. ნეაპოლიტანელები ამჯერად უპირატესობას ფლობენ, რადგან კონკურენტთან შედარებით ორი ქულით მეტი აქვთ მოპოვებული, მაურიციო სარის გუნდი კვირას ტურინში, ადგილობრივ “ტორინოს” სტუმრობს და ბუნებრივია, გამარჯვებას გეგმავს, ხოლო “რომა” მანამდე ვერონას “კიევოს” შინ მიიღებს. ფრანჩესკო ტოტი კი დიდებულ ფორმაშია, და მიუხედავად ამისა, ლუჩანო სპალეტი მას სასტარტო შემადგენლობაში გამწესებას მაინც არ უპირებს... ცოტა არ იყოს, უცნაურია.

რაც შეეხება საშიშ ზონას: “ფროზინონე”, “კარპი”, “პალერმო” – ხსენებული სამიდან ორი უსათუოდ გავარდება. “კარპი” და “ფროზინონე” სახლში შესაბამისად, “ლაციოსა” და “სასუოლოს” მიიღებენ ხოლო “პალერმო” სტუმრად “ფიორენტინას” ხვდება. მოკლედ, სიცილიელებს კონკურენტებთან შედარებით უფრო მძიმე თამაში აქვთ...

“ინტერი” – “ემპოლი”

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

7 მაისი, 20:00 საათი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დამბროზიო, მირანდა, ჟუან ჟესუსი, ნაგატომო; კონდოგბია, მედელი; იოვეტიჩი, ბროზოვიჩი, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“ემპოლი” (4-3-1-2): პელაგოტი; ძამბელი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი, კროჩე; საპონარა; პუჩარელი, მაკარონე

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

მსაჯი: მარკო დი ბელო

“ბოლონია” – “მილანი”

ბოლონია, “რენატო დალ არა”

7 მაისი, 22:45 საათი

“ბოლონია” (4-2-3-1): მირანტე; როსეტინი, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა; ტაიდერი, დიავარა; მუნირი, ბრიენცა, ჯაკერინი; ფლოკარი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“მილანი” (4-3-1-2): დონარუმა; კალაბრია, ალექსი, რომანიოლი, დე შილიო; კუცკა, მონტოლივო, ბერტოლაჩი; ჰონდა; ბაკა, ბალოტელი

მწვრთნელი: კრისტიან ბროკი

მსაჯი: დანიელე დოვერი

“რომა” – “კიევო”

რომი, “ოლიმპიკო”

8 მაისი, 14:30 საათი

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; ნაინგოლანი, სტროტმანი, პიანიჩი; სალაჰი, პეროტი, ელ შაარავი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, გამბერინი, ცეზარი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; პეპე; ფლორო ფლორესი, პელისიერი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“ატალანტა” – “უდინეზე”

ბერგამო, “ატლეტი აძური”

8 მაისი, 17:00 საათი

“ატალანტა” (4-2-3-1): სპორტიელო; ბელინი, ტოლოი, ჯიმშიტი, ბრივიო; ჩიგარინი, დე რუნი; კურტიჩი, დიამანტი, დალესანდრო; ბორიელო

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, დომიცი; ედენილსონი, ბადუ, კუზმანოვიჩი, ჰალფრედსონი, ალი ადნანი; ძაპატა, ტერო

მწვრთნელი: ჯიჯი დე კანიო

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“კარპი” – “ლაციო”

მოდენა, “ბრალია”

8 მაისი, 17:00 საათი

“კარპი” (4-4-1-1): ბელეკი; ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო, ლეტიცია; პაშიუტი, კრიმი, ბიანკო, დი გაუდიო; ლოლო; მბაკოგუ

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, ბიშევაცი, ჰოედტი, კონკო; პაროლო, ბილია, ლულიჩი; კანდრევა, კლოზე, ანდერსონი

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“ფიორენტინა” – “პალერმო”

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

8 მაისი, 17:00 საათი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ასტორი; ბერნარდესკი, ბადეი, ვესინო, ალონსო; ილიჩიჩი, ბორხა ვალერო; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“პალერმო” (3-4-2-1): სორენტინო; ჩიონეკი, გონსალესი, ანდელკოვიჩი; რისპოლი, ჰილიერმაკი, მარესკა, მორგანელა; ქუაისონი, ვასკესი; ჯილარდინო

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი

მსაჯი: დანიელე ორსატო

“ფროზინონე” – “სასუოლო”

ფროზინონე, “მატუზა”

8 მაისი, 17:00 საათი

“ფროზინონე” (4-3-3): ბარდი; მ. ჩიოფანი, რუსო, ბლანჩარდი, კრიველო; ფრარა, გუჩერი, სამარკო; დიონისი, დ. ჩიოფანი, კრაგლი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; მისიროლი, მანიანელი, დანკანი; ბერარდი, დეფრელი, სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

“სამპდორია” – “ჯენოა”

გენუა, “მარასი”

8 მაისი, 17:00 საათი

“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; კასანი, რანოკია, დიაკიტე; დე სილვესტრი, ფერნანდო, სორიანო, დოდო; ალვარესი, კორეა; კვალიარელა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ჯენოა” (3-5-2): ლამანა; მუნიოსი, დე მაიო, იცო; ანსლადი, რიგონი, რინკონი, დზემაილი, ლაქსალტი; სუსო, პავოლეტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“ტორინო” – “ნაპოლი”

ტურინი, “გრანდე ტორინო”

8 მაისი, 22:45 საათი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ძაპაკოსტა, ბაზელი, ვივესი, ბენასი, ბრუნო პერესი; მარტინესი, ბელოტი

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: ანტონიო დამატო

“ვერონა” – “იუვენტუსი”

ვერონა, “ბენტეგოდი”

8 მაისი, 22:45 საათი

“ვერონა” (4-2-3-1): გოლინი; პიზანო, მორასი, ბიანკეტი, ემანუელსონი; იონიტა, ვივიანი; ვსჟოლეკი, გრეკო, გომესი; ტონი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, რუგანი; კუადრადო, სტურარო, ლემინა, ასამოა, ალექს სანდრო; დიბალა, ძაძა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: გვიდო მარესკა

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11157