ფეხბურთი

15:43 | 6.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატების ისტორია (VIDEO)
იუგოსლავია - ესპანეთი 3:4 - ევრო 2000, ჯგუფური ეტაპი. 21 ივნისი, ბრიუგე

გოლები: 1:0 მილოშევიჩი (30), 1:1 ალფონსო პერესი (38), 2:1 გოვედარიცა (50), 2:2 მუნიტისი (51), 3:2 კომლიენოვიჩი (75), 3:3 მენდიეტა (90, პენ), 3:4 ალფონსო პერესი (90)

ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და დრამატული მატჩი 21 ივნისს, ბრიუგეს "იან ბრეიდელის" სტადიონზე გაიმართა, სადაც ესპანეთის ნაკრებმა იუგოსლავიას 4:3 მოუგო. არადა, 90-ე წუთამდე იუგოსლავიელები 3:2 იგებდნენ, ამ შედეგით ისინი ჯგუფში პირველ ადგილზე გადიოდნენ, ხოლო ესპანეთი ტურნირს ეთიშებოდა... მაგრამ, მაგრამ მსაჯის კომპესირებულ დროში "ფურიე როხამ" არათუ გაათანაბრა, არამედ თამაში მოიგო და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გააღწია.

ანგარიში ჯერ პენალტით გაისკა მენდიეტამ გაათანაბრა, მერე კი ალფონსო პერესმა დუბლი შეასრულა და ესპანეთმა მოიგო. სხვათა შორის, მარცხის მიუხედავად, პლეი-ოფში იუგოსლავიაც გავიდა, ოღონდ მეორე ადგილით.

0.130053