ფეხბურთი

23:23 | 5.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტებასი: “ატლეტიკო" ფავორიტია”

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა, ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მადრიდულ დაპირისპირებაში ფავორიტი “ატლეტიკოა”.

“ვფიქრობ, რომ 2014 წლისგან განსხვავებულ შედეგს ვიხილავთ. 1/2 ფინალური მატჩების გათვალისწინებით, მგონია, რომ ფინალში ფავორიტი “ატლეტიკოა”.

სასიხარულოა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი ესპანური გავიდა. ეს ლა ლიგისთვის დიდი წარმატებაა. ვიმედოვნებ, რომ წარმატება ევროპა ლიგაზეც გაგრძელდება და “ვილიარეალი” და “სევილია” ფინალში გასვლას მოახერხებენ.” - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ხავიერ ტებასი მადრიდის “რეალის” გულშემატკივარია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113417