ფეხბურთი

18:00 | 5.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის ფინალში “დინამო” და “სიონი” ითამაშებენ

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ერთმანეთს თბილისის “დინამო” და ბოლნისის “სიონი” დაპირისპირდებიან. თბილისელებმა “ჩიხურას”, საკუთარ მოედანზე 3:0 მოგების შემდეგ, სტუმრად 2:1 აჯობეს. საჩხერეში გამართული ნახევარფინალის საპასუხო მატჩის პირველი ტაიმი “ჩიხურამ” ბესიკ დეკანოიძის გოლით მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში გიორგი ქვილითაიამ და გიორგი გურულმა “დინამოს” გამარჯვება მოუტანეს.

საკუთარ მოედანზე იმარჯვა “სიონმა”. ბოლნისელებმა მცხეთაში შედეგიანი ფრის (2:2) შემდეგ “ვიტ ჯორჯიას” დღეს 3:1 მოუგეს. მასპინძელთა სამივე გოლი დიმიტრი ტატანაშვილის ანგარიშზეა, ვიტელთაგან ერთადერთი გოლი კი ვანო კურდღელაშვილმა მიითვალა.

საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრას 18 მაისს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი

1/2-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები

“ჩიხურა” (საჩხერე) - “დინამო”(თბილისი) 1:2 (პირველი მატჩი 0:3)

გოლები: 1:0 დეკანოიძე (31), 1:1 ქვილითაია (67), 1:2 გურული (90)

“სიონი” (ბოლნისი) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:1 (2:2)

გოლები: 1:0 ტატანაშვილი (17), 2:0 ტატანაშვილი (30), 2:1 კურდღელაშვილი (67), 3:1 ტატანაშვილი (87)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.238421