ფეხბურთი

14:20 | 5.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის ფინალს ქუთაისი უმასპინძლებს

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2015/2016 წლის სეზონის ფინალური მატჩი ქუთაისში გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სეზონის ერთერთ მთავარ საფეხბურთო შეხვედრას ქუთაისი პირველად უმასპინძლებს. მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 18 მაისს ჩატარდება.

ფინალურ შეხვედრაში მონაწილე კლუბები დღეს საჩხერესა და ბოლნისში გაირკვევა. განმეორებითი ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრას საჩხერის „ჩიხურა“ თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი თამაში თბილისური კლუბის გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ბოლნისში კი „სიონის“ მეტოქე „ვიტ ჯორჯია“ იქნება. ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაში ფრე 2:2 დაფიქსირდა. ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 5 მაისს, 16 საათზე დაიწყება.

სფფ-ს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114085