ჩოგბურთი

21:47 | 2.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი კარშის ჩელენჯერში ჩაება

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი მიმდინარე კვირაში ძალებს უზბეკეთის ქალაქ კარშის ჩელენჯერში სცდის, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათას დოლარს უტოლდება.

ერთეულთა თანრიგის საწყის რაუნდში მეტრეველი მე-2 ნომრად განთესილ რუს კარენ ხაჩანოვს ეთამაშება, წარმატების შემთხვევაში კი, ძალებს უზბეკ შოფაიზიევსა და ირლანდიელ ბერის შორის უმჯობესთან მოსინჯავს.

წყვილებში მეტრეველმა და ყაზახმა დმიტრი პოპკომ სერბებს – ნიკოლა მილოევიჩს და მარკო ტეპავაცს 3:6, 6:2, 10:8 სძლიეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109855