ფეხბურთი

20:00 | 2.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვარდი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

ინგლისის ჩემპიონატის ლიდერ “ლესტერ სიტის” თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 29 წლის შემტევი საუკეთესოდ ინგლისის ჟურნალისტთა ასოციაციამ დაასახელა.

ჯეიმიმ ხმების 36% მიიღო, ხოლო მეორე-მესამე ადგილები შესაბამისად, მისმა თანაგუნდელმა რიად მაჰრეზმა და “ტოტენჰემის” ფორვარდმა ჰარი კეინმა გაინაწილეს. ვარდის ჯილდოს 12 მაისს გადასცემენ.

წელს, “ლესტერი” ჩემპიონი რომ ხდება, ამაში ვარდის მართლაც განუზომელი წვლილი მიუძღვის. ინგლისის ნაკრების თავდამსხმელს პრემიერლიგაში ამ სეზონში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ფეხბურთის პროფესიულმა ასოციაციამ პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად არა ვარდი, არამედ რიად მაჰრეზი დაასახელა. როგორც ჩანს, ჟურნალისტებს ამის თაობაზე განსხვავებული აზრი ჰქონდათ...

0.111344