ფეხბურთი

17:35 | 2.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია – “ვიტესის” სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

არნემის “ვიტესის” გულშემატკივართა გამოკითხვით, გურამ კაშია გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ამ სეზონში. კაშიამ ჰოლანდიურ ერედივიზიონში 5 გოლი გაიტანა, რაც მცველისთვის კარგი შედეგია. გარდა ამისა, როგორც კაპიტანს შეეფერება, ლიდერად ევლინებოდა გუნდს.

კაშიას პრიზი გადასცეს და საუბარი “ვიტესის” გუშინდელ მარცხსაც შეეხო: არნემელებმა 1:3 წააგეს “უტრეხტთან” და მეათე ადგილზე არიან:

“ძალიან მტკივნეულია ამდენი მარცხი. გაბრაზებული და გაწბილებული ვარ. ბევრ საგოლე მომენტს ვაცუდებთ და ბევრ გოლს ვუშვებთ. ერთი პერიოდი მესამე ადგილზე გასვლის შანსი გვქონდა, თუმცა ახლა ციფრები თავისას ლაპარაკობს. ყველა ამბობს, რომ ბევრი ტალანტი გვყავს. მეათე ადგილზე ვართ და ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა თქვა, რომ ბევრი ტალანტი გვყავს? სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე. ასეთი საუკეთესო ფეხბურთელობაც არ მსურს, როცა გუნდი ცუდ შედეგს აჩვენებს”. – განაცხადა კაშიამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118396