კალათბურთი

15:02 | 2.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტორონტო” “მაიამის” შეხვდება, “გოლდენ სტეიტი” სერიაში დაწინაურდა

“მაიამიმ” შინ “შარლოტ ჰორნეტს” 106:73 გაანადგურა და სერია თავის სასარგებლოდ 4:3 დაასრულა. მაიამელები მეოთხედფინალში “ტორონტოს” შეხვდებიან.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას სპოელსტრას შეგირდებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა ფლორიდელების სლოვენიელმა გამთამაშებელმა გორან დრაგიჩმა ჩააგდო.

“ტორონტომ” შინ გადამწყვეტ მეშვიდე შეხვედრაში “ინდიანა პეისერსს” 89:84 აჯობა. მეორე პერიოდის ბოლოს კანადელები დაწინაუდნენ, რის შემდეგაც ინდიანაპოლისელებმა ანგარიშის გათანაბრებაც კი ვეღარ მოახერხეს. ტორონტოში 30 ქულით დემარ დეროზანი გამოირჩა, “ინდიანას” ლიდერმა პოლ ჯორჯმა ორმაგი დუბლი შეასრულა 30 ქულა, 12 მოხსნა.

მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში “გოლდენ სტეიტმა” შინ “პორტლენდს” 118:106 მოუგო. “ოქროს შტატელებმა” მატჩის ბედი პირველსავე პერიოდში გადაწყვიტეს, რომელშიც 37:17 იმარჯვეს. მატჩში ყველაზე მეტი 37 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო. დრეიმონდ გრინმა სამმაგი დუბლი შეასრულა 23 ქულა, 13 მოხსნა და 11 პასი. “პორტლენდში 30 ქულით დემიენ ლილარდი გამოირჩა.

“მაიამი” – “შარლოტ ჰორნეტსი” 106:73 (29:18, 25:24, 29:11, 23:20)

https://www.youtube.com/watch?v=A1w2-Mc2nA0

“გოლდენ სტეიტი” – “პორტლენდი” 118:106 (37:17, 28:34, 28:22, 25:33)

https://www.youtube.com/watch?v=Q5JnHDPyEBk

“ტორონტო” – “ინდიანა” 89:84 (28:23, 22:21, 28:20, 11:20)

https://www.youtube.com/watch?v=ZHJ0Mhc3FWE

თეგებინბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129929