კალათბურთი

14:03 | 2.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის კლუბს გადამწყვეტი მატჩი ელის

ბექა ბურჯანაძის „ლეიმა ბასკეტ კორუნამ“ პლეი ოფის სერიის მე-4 მატჩი სტუმრად, „ბრეოგანთან“ ბრძოლაში – 83:90 წააგო და საერთო ანგარიში გათანაბრდა – 2:2. გადამწყვეტ შეხვედრას, რომლის გამარჯვებულიც ნახევარფინალში გავა, 3 მაისს „ლეიმა ბასკეტი“ ლა კორუნიაში უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის მეორე ლიგის პლეი ოფში ბრძოლა უმაღლესი დივიზიონის საგზურისთვის მიმდინარეობს. თუკი 3 მაისის მატჩში იმარჯვებს, ნახევარფინალურ სერიაში ბურჯანაძის გუნდი „მელილას“ დაუპირისპირდება.

გასულ შეხვედრას რაც შეეხება, ბურჯანაძემ 26 წუთი ითამაშა და 13 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ბურჯანაძემ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 6-ჯერ დაკარგა, რის გამოც მარგი ქმედების კოეფიციენტი (6) საკმაოდ დაბალი ჰქონდა. საუკეთესო სერხიო ოლმოსი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა დააგროვა, მასპინძელთაგან კი 31 ქულით ჯოზეფ ორტეგა გამოირჩა.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10993