ფეხბურთი

18:30 | 30.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" ჩემპიონსაც მოუგო: სამი გოლი, ოთხი გაძევება

დასრულდა უმაღლესი ლიგის 31-ე ტურის 7 მატჩი. "სამტრედიამ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და მეორე ადგილზე გასვლის შანსი გაიუმჯობესა. გია ცეცაძის გუნდმა უკვე ჩემპიონ თბილისის "დინამოს" 2:1 სძლია. დინამოელებს სამი ფეხბურთელი გაუძევეს, თუმცა ეს ბოლო 10 წუთში, როცა სამტრედიელები უკვე იგებდნენ. იმერლები მეორე წრეს მშვენივრად ატარებენ.

კვლავ გაიტანა გოლი გიგი იოსელიანმა, ხოლო გამარჯვების ბურთი დავით ჯიქიამ შეაგდო. დინამოელთაგან ვახტანგ ჭანტურიშვილმა მიითვალა გოლი. მატჩი 4 გაძევებით დასრულდა, ბოლო წუთებში ფეხბურთელები ნერვებს ვეღარ თოკავდნენ.

აუტსაიდერთა ჯგუფში მყოფი სამი გუნდიდან მხოლოდ "საპოვნელამ" იმარჯვა, უმოტივაციო ბათუმის "დინამოს" 2:1 აჯობა და უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი ახლა უკეთესი აქვს.

აღსანიშნავია "ცხინვალის" გამარჯვება ბოლნისის "სიონთან" (3:1). კახა კაჭარავას გუნდმა წლეულს პირველად მოიგო და ისიც "სიონთან", რომელსაც ქულები ძალიან სჭირდებოდა.

"საბურთალო" აუსაიდერთა ჯგუფის გუნდებს არაფერს უთმობს, რაც მისაბაძი მაგალითია. ესპანელი პაბლო ფრანკოს გაწვრთნილებმა ამჯერად 1:0 იმარჯვეს სტუმრად "ზუგდიდთან". გამარჯვების გოლი გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა ბოლო წუთებზე, მანამდე კი ზუგდიდელებს ირაკლი ქობალია გაუძევეს ორი გაფრთხილების გამო.

უხვგოლიანი გამოდგა მატჩი ქობულეთში, სადაც "შუქურამ" ქუთაისის "ტორპედოსთან" 2:3 წააგო. ორივე გუნდი ცხრილის შუაშია. მეოთხე ადგილზეა და შესაძლოა, მესამეზეც იფიქროს საჩხერის "ჩიხურამ", რომელმაც "გურიას" სტუმრად 3:1 აჯობა.

სამტრედია - დინამო (თბილისი) 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 იოსელიანი (18), 1;1 ჭანტურიშვილი (28), 2:1 ჯიქია (64)

გაძევება: გელაშვილი (80, დინამო), მიქელთაძე (88, დინამო),კაკაბაძე (90+7, დინამო), ახალაძე (90+7, სამტრედია)

მერანი (მარტვილი) - კოლხეთი (ფოთი) 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ციმაკურიძე (19), 1:1 ციმაკურიძე (43 ავტოგოლი)

საპოვნელა (თერჯოლა) - დინამო (ბათუმი) 2:1 (1:0)

გოლები:1:0 ბუხაიძე (34 პენ), 1;1 ჭკუასელი (61), 2:1 ტყეშელაშვილი (79)

გურია (ლანჩხუთი) - ჩიხურა (საჩხერე) 1:3 (1:3)

გოლები: 1:0 ირაკლი კვეკვესკირი (1), 1:1 ვოლკოვი (23), 1:2 რეხვიაშვილი (32), 1:3 კუჭუხიძე (39)

ზუგდიდი - საბურთალო (თბილისი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ხარაიშვილი (88)

გაძევება: ქობალია (67, ზუგდიდი), წურწუმია (90+4, ზუგდიდი)

შუქურა (ქობულეთი) - ტორპედო (ქუთაისი) 2:3 (1:3)

გოლები: 0:1 კუხიანიძე (9 პენ), 1:1 მალანია (15), 1:2 ტაბატაძე (22), 1:3 კვერნაძე (45), 2:3 მოსიაშვილი (88)

სიონი (ბოლნისი) - ცხინვალი 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ისიანი (51), 1:1 ტატანაშვილი (54 პენ), 1:2 ქოჩლაძე (83), 1:3 ზვიად ლობჯანიძე (90)

20:00 საათზე თბილისში, "მიხეილ მესხზე" დაიწყება ტურის ბოლო მატჩი: თბილისის "ლოკომოტივი" გორის "დილას" უმასპინძლებს. პირდაპირი რეპორტაჟი "სილკ უნივერსალზე" იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.312113