ფეხბურთი

2:29 | 30.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ხიხონის” საჭირო 3 ქულა

ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურის გახსნით მატჩში “ხიხონმა” “ელ მოლინონზე” “ეიბარი” მიიღო და შინ უქულოდ გაისტუმრა.

“ეიბარმა” დასახული მიზანი გასულ ტურში შეასრულა და ლა ლიგაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა, ხოლო “ხიხონი” გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია და ქულები ჰაერივით სჭირდება. შესაბამისად, ასტურიელებს ბევრად დიდი მოტივაცია ჰქონდათ და უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვება შეძლეს კიდეც.

მასპინძლებმა ანგარიში 43-ე წუთზე გახსნეს – ხონიმ მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას კარლოს კარმონამ დაასწრო და თავური დარტყმით ასიერ რიეგო დაამწუხრა. მეორე ბურთი კი, 82-ე წუთზე გავიდა, მასპინძელთა მეკარემ კუელარმა ბურთი აიტანა, რასაც მცველების არადამაჯერებელი თამაში და ხონის რიესგოსთან პირისპირ გასვლა მოჰყვა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

ხიხონი – ეიბარი 2:0 (1:0)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (4-2-3-1): კუელარი, მერე, ლ.ერნანდესი, ი.ლოპესი, ლორა, ს.ალვარესი, კასესი, ხონი, ჰალილოვიჩი (კ.კასტრო 65), კარმონა (მენენდეში 68), სანაბრია (გერერო 78).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, რამისი, მ.დოს სანტოსი, ლუნა (გაიოსო 85), კაპა, ესკალანტე (ინუი 74), დ.გარსია, პელეტეირო, ადრიანი, ჰაიროვიჩი (ბასტონი 63), ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გოლები: 1:0 კარმონა (43), 2:0 ხონი (82)
გაფრთხილებები: ი.ლოპესი, გერერო – ადრიანი, კაპა
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099725