ჩოგბურთი

0:03 | 30.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველმა ყაზახურ ტურნირში იმარჯვა

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა.

მეტრეველის და რუსი მარკოს კალოველონისის დუეტმა, რომელსაც პირველი განთესვა გააჩნდა, ფავორიტის რანგი გაამართლა და ფინალში მე-2 რეიტინგის მქონე სერბულ-ბელარუსულ ტანდემს (იანკოვიჩი-ვასილევსკი) 6:4, 6:1 სძლია.

ერთეულებში მე-3 ნომრად განთესილი მეტრეველი ნახევარფინალში გახლდათ გასული, თუმცა, უკრაინელ არტიომ სმირნოვთან (მე-2) 6:7 (5:7), 4:6 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116686