ავტოსპორტი

21:26 | 29.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბატონი: „ჰონდაში“ გააცნობიერეს, რომ ძრავს გადაკეთება სჭირდება

ჯენსონ ბატონის თქმით, „ჰონდაში“ აცნობიერებენ, რომ მათს ძალურ დანადგარს ფუნდამენტური ცვლილება სჭირდება, რათა „მაკლარენმა“ მოწინავე გუნდებთან კონკურენცია შეძლოს. კითხვაზე, მომავალი სეზონისთვის „ჰონდას“ საკუთარი ძრავის კონსტრუქციის ფილოსოფიის შეცვლა ხომ არ სჭირდება, ბრიტანელი პილოტი პასუხობს:

„ვფიქრობ ასეა. ჩემი აზრით, ამ აგრეგატისგან ძნელია იმ სიმძლავრის მიღება, რომელიც გვჭირდება. და ეს ჩემი აზრი არაა. ამას „ჰონდა“ აღიარებს. სწორედ ამიტომაა საჭირო მომავალი სეზონისთვის ძრავის გადაკეთება. მათ ამ სეზონისთვისაც ბევრი რამ შეცვალეს, მაგრამ ვფიქრობ, ტოპ გუნდების დასაწევად ეს საკმარისი არაა.“.

ბატონი დასძენს, რომ ამ სეზონში „მაკლარენმა“ შეძლო საშუალო გუნდების დაწევა, მაგრამ უფრო მეტია საჭირო იმისათვის, რომ მოწინავეებსაც დაეწიოს. „ვფიქრობ, ჩვენ მანქანა აეროდინამიკურად კარგად გავმართეთ და ვიცით, როგორ უნდა დავხვეწოთ აეროდინამიკური პაკეტი. გვერდითა ქარი, რომელიც დამუხრუჭებისას იგრძნობა, ძალიან ძლიერია. არის ადგილები, რაშიც ჩვენ ტოპ გუნდებივით ძლიერები ვერ ვართ. საშუალო გუნდების ფონზე, ჩვენ უკეთ გამოვიყურებით. მაგრამ ჩვენ უნდა შევედაროთ „ფერარის“ და „მერსედესს“. და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112913