ფეხბურთი

15:13 | 29.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგის კვირის გუნდი

ევროპის ლიგის პირველი 1/2-ფინალური მატჩების შემდეგ უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ტურნირის კვირის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც ყველაზე მეტი, ოთხი წარმომადგენელი “შახტარს” ჰყავს. დონეცკელები ხუთშაბათს საკუთარ მოედანზე “სევილიას” დაუზავდნენ (2:2). სამი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი სიმბოლურში “ვილიარეალი”, რომელმაც შინ “ლივერპული” დაამარცხა (1:0). ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავს “სევილიას” და “ლივერპულს”.

სიმბოლური ნაკრები ასე დაკომპლექტდა:

სერხიო ასენხო (“ვილიარეალი”), ალექსანდრ კუჩერი (“შახტარი”), კოლო ტურე (“ლივერპული”), იაროსლავ რაკიცკი (“შახტარი”), ტარას სტეპანენკო (“შახტარი”), ბრუნო სორიანო (“ვილიარეალი”), ჯო ალენი (“ლივერპული”), ვიტოლო (“სევილია”), დენის სუარესი (“ვილიარეალი”), კევინ გამეირო (“სევილია”), მარლოსი (“შახტარი”).

0.113498