სხვა

11:39 | 29.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

კანადის ქალაქ მონრეალში სტარტი აიღო მსოფლიო თასის გათამაშებამ ეტლით ფარიკაობაში. ხმლით მოფარიკავეებს შორის გამართულმა შეჯიბრებამ, ირმა ხეცურიანს წელს პირველი ოქრო მოუტანა.

ქართველმა პარასპორტსმენმა, საკვალიფიკაციო ტურნირი მძიმედ დაიწყო, თუმცა შემდეგ შეძლო კონცენტრაცია და მეოთხედფინალურ დუელში ამერიკელ დე მოლოს აჯობა, ნახევარფინალში კი ჩანდლერი ჩამოიშორა. ფინალში ირმას მეტოქე, ფრანგ სოფი საბლონი იყო, რომელთანაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ხეცურიანმა მარცხი განიცადა, თუმცა ამჯერად ქართველმა მეტოქეს რევანში გაცილებით უფრო მნიშვნელოვან დროს აუღო. ფინალური დუელი ირმა ხეცურიანის გამარჯვებით ანგარიშით 15-13 დასრულდა.

შაბათს უკვე ირმა რაპირით ფარიკაობაში გამოვა, სადაც ის მომავალი ოლიმპიადის ლიცენზიისთვის იბრძოლებს.

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115571