თამაშგარე

11:45 | 26.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის კარატისტი ცოლი “აშინებს”

როგორც იძახიან, როდესაც რობერტ ლევანდოვსკი ცუდ ხასიათზეა და სახლში ცოტა “ხმის აწევა” სურს, თავს ძალას ატანს, გაბრაზებას ივიწყებს, ტუჩებს იკვნეტს და ცდილობს ხმა არ ამოიღოს, რადგან ამოდენა ოყლაყს თურმე საკუთარი ცოლის, ანა სტაჩერსკასი ეშინია.

ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით წერს ევროპული “ყვითელი” პრესა, რადგან თურმე რობერტ ლევანდოვსკის მეუღლე მოქმედი კარატისტი ყოფილა და აბა როგორ გინდა კარატისტ ცოლს რაიმეზე შეეკამათო? ვინ იცის იქნებ ის უფრო ცუდ გუნებაზედ იყოს და ფეხის გაშლა მოინდომოს?!...

ლევანდოვსკი და ანა სტაჩერსკა ცოლ-ქმრის სტატუსს 2013 წლიდან ატარებენ და უნდა ითქვს, რომ მთელს გერმანიაში თითით საჩვენებელი წყვილია. მას შემდეგ, რაც რობერტი სათამაშოდ დორტმუნდიდან მიუნხენში გადავიდა, ანამაც გამოიცვალა კარატის კლუბი და ახლა ისიც მიუნხენში იქნევს ხელ –ფეხს. ისე, ხელ-ფეხი იცოცხლეთ - კარგი აქვს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113018