თამაშგარე

13:08 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მირტა სოსამ ლარისას აჯობა

მიუხედავად იმისა, რომ არც ხინკლის კეთება ეხერხება, არც ტოლმა მოუხვევია და ალბათ ვერც ატმის კომპოტს მოხუფავს, პარაგვაელი მოდელი მირტა სოსა თავის სამშობლოში და მთელს ლათინურ ამერიკაში მაინც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლამაზმანია და როგორც იტყვიან ხოლმე, ჯერ ყველაფერი კიდევ წინ აქვს.

თუკი ლათინოამერიკულ ბულვარულ მედიას დავუჯერებთ, მირტამ პოპულარობით უკვე გაასწრო მკერდდიად ლარისა რიკელმეს და მიუხედავად იმისა, რომ ლარისა ამ ფაქტს ცოცხალი თავით არასოდეს აღიარებს, დღეს ლათინური ამერიკის ”სექს-ოლიმპოზე” სწორედ სენიორიტა მირტა დგას.

თუკი არ გახსოვთ შეგახსენებთ, რომ მირტა სოსა პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების გარდა, ესპანურ საფეხბურთო გიგანტს – მადრიდის “რეალსაც” გულშემატივრობს და ამჟამად ზინედინ ზიდანის საწყმსოს მისებრ მკივანა და ჯიგრიანად გულშევარდნილი ქომაგი არ ჰყავს. მოდი და ნუ მოიგებ, როცა ასეთი ქალი გქომაგობს...

0.116242