ფეხბურთი

14:22 | 22.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2015/16:საპლეიოფო ციებ-ცხელება სუპერლიგაშიც იწყება

24 და 25 აპრილსსპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს უმასპინძლებს. ორ განყოფილებიანი მრავალფეროვანი სათამაშო დღის მთავარი ინტრიგა ამჯერადაც პლეიოფებია - საჩემპიონო მარათონი სუპერლიგაშიც იღებს სტარტს.

კვირა დღე ბრინჯაოს ლიგის IV ტურის დაპირისპირებებით დაიწყება. თიბისი ბანკი ეროვნულ ბანკს დაუპირისპირდება, ხოლო შემოსავლების სამსახურის გუნდი ევროპაბეთთან გაარკვევს ურთიერთობას.

24.04.2016. ბრინჯაოს ლიგა. IV ტური

11:00 თიბისი ბანკი - ეროვნული ბანკი

12:00 შემოსავლების სამსახური - ევროპაბეთი

ამავე დღეს გაიმართება ბავშვთა ლიგის მეორე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ბაქსვუდის და 51-ე სკოლის გუნდები დაუპირისპირდებიან.

24.04.2016. ბავშვთა ლიგა. II ტური

15:00 ბაქსვუდი - 51 სკოლა

13:00 სთ-დან კი სუპერლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი შეხედრები გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გასული გუნდის ვინაობა ჯამში ორი მოგების შედეგად უნდა გაირკვეს.

პირველ საპლეიოფო დაპირისპირებას, მოქმედი ჩემპიონი და რეგულარული სეზონის გამარჯვებული სკ პსპ გამართავს, რომლის მეტოქეც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი იქნება.

14:00 სთ-ზე გამართავს თავის შეხვედრას მიმდინარე გათამაშების კიდევ ერთი ფავორიტი მფკ ტატიშვილი, რომელსაც 1/4 ფინალში მეტოქედ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდი ერგო.

16:00 სთ-ზე დაიწყება კიდევ ერთი 1/4 ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მფკ ნატახტარი და ვეტერანები დაუპირისპირდებიან. 1/4 ფინალების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება სკ ევექსი-ჯვაროსნებსა და შსს-ს შორის 17:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

24.04.2016. სუპერლიგა A. 1/4 ფინალი (I)

13:00 სკ პსპ - სდსს

14:00 მფკ ტატიშვილი - FC TTC

16:00 მფკ ნატახტარი - ვეტერანები

17:00 სკ ევექსი ჯვაროსნები - შსს

19:00 სთ-დან საპლეიოფო გარჩევებში სუპერლიგა B-ს გუნდები ჩაებმევიან. რეგულარული სეზონის გამარჯვებული, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდი უნიკრედიტს ეთამაშება. 1/4 ფინალები იმერული დერბით გაგრძელდება, რომელშიც ერთმანეთს სკ ფერო და „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა“ დაუპირისპირდებიან. 20:00 სთ-ზე დაიწყება უკვე ტრადიციულ მეტოქეებად ქცეული ვივუსის და კასპის „გენერლის“ დაპირისპირება. 1/4 ფინალების პირველ რაუნდს საქართველოს უნივერსიტეტის და ევროკრედიტის შეხვედრა დაასრულებს.

24.04.2016. სუპერლიგა B. 1/4 ფინალი (I)

19:00 CFCP – UNICREDIT.GE

18:00 სკ ფერო(ზეს) - GM ჭიათურა

20:00 VIVUS.GE - მფკ გენერალი (კასპი)

21:00 UG –ევროკრედიტი

ორ დღეზე გადანაწილდება ოქროს ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის დარჩენილი სამი შეხვედრაც. კვირას პატრული კრედოს ეთამაშება, ხოლო ორშაბათს 25 აპრილს,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი საქართველოს ფოსტას დაუპირისპირდება, ნატახტარი კი ვესტ ინვესტთან გაარკვევს ურთიერთობას. კიდევ ერთი 1/4 ფინალური დაპირისპირება გასულ კვირას გაიმართა, რომელშიც GWP-იმ საქართველოს ბანკს სძლია 1-0 და ნახევარფინალამდე ერთი გამარჯვება აშორებს.

24.04.2016. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (I)

22:00 პატრული - კრედო

25.04.2016. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (I)

21:00 TTC - საქ. ფოსტა

22:00 ნატახტარი - ვესტ ინვესტი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ .

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

თეგებიSBM LEAGUE
0.135145