ფეხბურთი

2:06 | 21.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" "ნაპოლის" უპასუხა, ტოტიმ - სპალეტის (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXXIV ტურში მოულოდნელობა არ მოხდა და ტურინის “იუვენტუსმა” მდევართან კომფორტული უპირატესობა შეინარჩუნა. “რომას” კი ფრანჩესკო ტოტიმ მოაგებინა და ლუჩანო სპალეტის დაუმტკიცა, რომ მისი ჩამოწერა ჯერ ნაადრევია.

მოკლედ, ის, რაც “იუვენტუსი” – “ლაციოს” მატჩში ხდებოდა, ეს არ იყო ფეხბურთი, ეს უფრო ცალკარა გახლდათ. ტურინულმა გრანდმა მეტოქეს ყველა კომპონნეტში აჯობა და უფრო რომ მოენდომებინა გაცილებით დიდი ანგარიშით დაჯაბნიდა. თუმცა “ბებერი ქალბატონი” მესამე გატანილი გოლის მერე გაჩერდა. მიუხედავად საგრძნობი უპირატესობისა, “იუვემ” ტაიმი მხოლოდ მინიმალური ანგარიშით მოიგო: პოლ პოგბას გადაცემის შემდეგ მარიო მანჯუკიჩმა ახლო მანძილიდან იხეირა. მეორე ტაიმი კი პაულო დიბალასი გამოდგა. არგენტინელმა ტალანტმა ჯერ ლეონარდო ბონუჩის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი დაარტყა ზუსტად, მერე კი თამაშიდან დაჯაბნა ფედერიკო მარკეტი. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კიდევ ერთხელ მოიგო დიდი ანგარიშით, გოლი ისევ არ გაუშვა და დარჩენილ ოთხ ტურში სამი ქულაც ჰყოფნის, რომ სკუდეტოს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლოს. ანუ, “ნაპოლი” თითქმის განწირულია.

ძალზე ცუდად თამაშობდა “რომა” 86-ე წუთამდე. მანამდე, სანამ სპალეტიმ მოედანზე ტოტის არ უხმო. ყოველშემთხვევაში, როდესაც კაპიტანი მოედანზე შევიდა, მისი გუნდი 1:2 აგებდა. ჩესკომ კი ყველაფერი შეცვალა – ბურთთან პირველივე შეხება გოლით დაასრულა, როცა მირალემ პიანიჩის სტანდარტულისას შორეული ძელი ჩინებულად დაკეტა და გაიტანა. სამ წუთში ტოტიმ უკვე პენალტი დაარტყა ზუსტად და 3:2. აღსანიშნავია, რომ 39 წლის შემტევმა ბოლო ორ მატჩში სამი გოლი შეაგდო, ამ გოლებმა მის გუნდს 4 ქულა მოუტანა, ხოლო ჯამში მოედანზე სულ რაღაც 16 წუთი გაატარა. მოკლედ, ტოტის ჩამოწერა მართლაც არ შეიძლება.

ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის საკითხი საბოლოოდ გადაედო მომდევნო სეზონისთვის მილანის “ინტერს”, რომელიც გენუაში ბერვს ეცადა “ჯენოას” კარის აღებას, მაგრამ ბოლოში თვითონ გაუშვა და დამარცხდა. სებასტიან დე მაიო, ცენტრალური მცველი 77-ე წუთზე შეტევაში ჩაერთო და შედეგიანადაც.

“ინტერის” დღეშია ფლორენციის “ფიორენტინაც”. პაულო სოუზას გუნდმა უდინეში წააგო ადგილობრივ “უდინეზესთან” – 1:2. “ემპოლის” სათადარიგო სკამზე ორი ქართველი, ლევან მჭედლიძე და რომან ჭანტურია იყვნენ. ეს უკანასკნელი პირველად და ალბათ, დებიუტის მოლოდინიც ჰქონდა, მაგრამ ამ ჯერზე მარკო ჯამპაოლომ ახალგაზრდა ფორვარდს ეს აკმარა. მჭედლიძე კი, ღვაწლმოსილი მასიმო მაკარონეს ნაცვლად მხოლოდ 77-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში. თვითონ თამაშს რაც შეეხება, იგი ტოსკანელებმა თითქმის გავარდნილ “ვერონასთან” 1:0 მოიგეს.

დომენიკო ბერარდიმ ბოლო წუთზე “სამპდორიასთან” პენალტი ვერ გაიტანა და თავის გუნდს ორი მნიშვნელოვანი ქულა დააკარგვინა (0:0), “კიევომ” ცხრაკაციან “ფროზინონეს” 5:1 გადაურა. ამ მატჩში ცალსახად აღსანიშნავია, ვეტერანი და უბერებელი სერჯო პელისიერის თამაში – “მფრინავი ვირების” ლეგენდამ დუბლი შეასრულა. სიცილიურ “პალერმოს” კი, საშველი არ უჩანს. კუნძულელებმა შინ ბერგამოს “ატალანტას” ვერ მოუგეს. ეგ კი არა, ქულის გადარჩენა ძლივს მოახერხეს – 2:2.

XXXIV ტური ხუთშაბათს, “მილანისა” და “კარპის” თამაშით დასრულდება. “ინტერისა” და “ფიორენტინას” წაგებების მერე, “როსონერის” შანსი აქვს კონკურენტებს ოდნავ მიუახლოვდეს.

“სასუოლო” – “სამპდორია” 0:0 (0:0)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 11 000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მანიანელი, პელეგრინი (ფალჩინელი 77), ბიონდინი (დანკანი 37); ბერარდი, დეფრელი (ტროტა 31), სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; კასანი, რანოკია, დიაკიტე; დე სილვესტრი, ბარეტო, ფერნანდო, დოდო; კორეა (სილვესტრე 46), სორიანო (კრისტიჩიჩი 57); მურიელი (კვალიარელა 73)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გაფრთხილება: კანავარო (36), სანსონე (44), პელეგრინი (63), ბერარდი (81) – დიაკიტე (18), დოდო (19), რანოკია (22, 27), კრისტიჩიჩი (88)

გაძევება: რანოკია (27)

გამოუყენებელი პენალტი: ბერარდი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (10) – 4 (2) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 13:2 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“კიევო” – “ფროზინონე” 5:1 (1:1)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 13 000

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; სარდო (ნინკოვიჩი 83), ცეზარი, სპოლი, გობი; კასტრო (პინცი 15), რიგონი, ჰეტემაი (კოსტა 77); პეპე; ფლორო ფლორესი, პელისიერი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; რუსო, აჯეტი, მ. ჩიოფანი, პავლოვიჩი; ჩიბსა, გუჩერი, ფრარა (ბლანჩარდი 22); სოდიმო, პაგანინი (როზი 78), დ. ჩიოფანი (ტონევი 64)

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

გოლები: 0:1 დ. ჩიოფანი (5), 1:1 ფლორო ფლორესი (36), 2:1 პელისიერი (47, პენ), 3:1 რიგონი (58), 4:1 სარდო (60), 5:1 პელისიერი (80)

გაფრთხილება: სარდო (15), პინცი (55) – მ. ჩიოფანი (14), ლეალი (18), ჩიბსა (30, 53), სოდიმო (63)

გაძევება: აჯეტი (17), ჩიბსა (53)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 5 (3) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: კარმინე რუსო

“ემპოლი” _ “ვერონა” 1:0 (0:0)

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

მაყურებელი: 9 500

“ემპოლი” (4-3-1-2): პელაგოტი; ბიტანტე (ძამბელი 52), კოსიჩი, კოსტა, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი, კროჩე; საპონარა (ბუჩელი 60); მაკარონე (მჭედლიძე 83), პუჩარელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ვერონა” (4-2-3-1): გოლინი; პიზანო, ბიანკეტი, სამირი, სუპრაიენი; ვივიანი, გრეკო (ტონი 54, რებიჩი 74); ვსჟოლეკი, იონიტა, სილიგარდი (გომესი 74); პაცინი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

გოლები: 1:0 მაკარონე (51)

გაფრთხილება: საპონარა (44) – ვივიანი (16, 90), ბიანკეტი (19), სუპრაიენი (26), ვსჟოლეკი (90)

გაძევება: ვივიანი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 16 (6) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: მარკო სერა

“ჯენოა” – “ინტერი” 1:0 (0:0) (მიმოხილვა)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“ჯენოა” (3-4-3): ლამანა; დე მაიო, მუნიოსი, მარკეზე; ანსალდი, რიგონი (ტაკჩიდისი 67), დზემაილი (ფიამოცი 89), გაბრიელ სილვა; სუსო (დიეგო კაპელი 72), პავოლეტი, ლაქსალტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო, ალექს ტელეში (იოვეტიჩი 80); ფელიპე მელო, მედელი; პალასიო (ლიაიჩი 89), ბროჟოვიჩი, პერიშიჩი (ედერი 73); იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლები: 1:0 დე მაიო (77)

გაფრთხილება: მუნიოსი (56), ტაკჩიდისი (83) – მედელი (83), ბროზოვიჩი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 12 (5) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 2:2L

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“იუვენტუსი” – “ლაციო” 3:0 (1:0) (მიმოხილვა)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 38 000

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, რუგანი; ლიხშტაინერი, ხედირა (სტურარო 70), ერნანესი, პოგბა (ასამოა 82), ალექს სანდრო; დიბალა (ძაძა 75), მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; პატრიკი, ჰოედტი, ჯენტილეტი, ლულიჩი; ონაზი, ბილია (კატალდი 77), პაროლო (მილინკოვიჩ-სავიჩი 46); ანდერსონი (ბასტა 53), ჯორჯევიჩი, კეიტა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (39), 2:0 დიბალა (52, პენ), 3:0 დიბალა (64)

გაფრთხილება: სტურარო (75) - პატრიკი (42, 49), ლულიჩი (52)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (12) – 5 (1) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 10:1 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“პალერმო” – “ატალანტა” 2:2 (1:1)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 20 000

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, გონსალესი, სტრუნა; პეცელა (ლაზაარი 73), ჩოჩევი (ქუაისონი 58), ჰილიერმაკი, იაიალო, ტრაიკოვსკი; ვასკესი, ჯურჯევიჩი (ჯილარდინო 46)

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; ბელინი (კონტი 74), ტოლოი, პალეტა, დრამე; დე რუნი, ჩიგარინი (მილიაჩო 64), ფრეულერი; რაიმონდი (დიამანტი 59), ბორიელო, გომესი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

გოლები: 1:0 ვასკესი (2, პენ), 1:1 ბორიელო (11, პენ), 1:2 პალეტა (55), 2:2 სტრუნა (76)

გაფრთხილება: ჩოჩევი (19), სტრუნა (81), იაიალო (90) – ბელინი (2), დე რუნი (39), ტოლოი (84)

გაძევება: ვიტიელო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 9 (4) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: დანიელე დოვერი

“რომა” – “ტორინო” 3:2 (0:1) (მიმოხილვა)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 34 000

“რომა” (4-3-3): შჩესნი; მაიკონი, მანოლასი, რუდიგერი, ემერსონი (ჯეკო 59); ფლორენცი, კეიტა (ტოტი 86), ნაინგოლანი; სალაჰი, პეროტი, ელ შაარავი (პიანიჩი 80)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, ობი, გაცი (ედერა 90), ბაზელი (ვივესი 72), სილვა (მოლინარო 63); ბელოტი, მარტინესი

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

გოლები: 0:1 ბელოტი (35, პენ), 1:1 მანოლასი (65), 1:2 მარტინესი (81), 2:2 ტოტი (86)

გაფრთხილება: ფლორენცი (39) – ბელოტი (42), პადელი (84), გლიკი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 9 (6) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 10:4 თამაშგარე:L0:1

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

“უდინეზე” – “ფიორენტინა” 2:1 (1:1)

უდინე, “დაჩია სთედიუმი”

მაყურებელი: 13 000

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ჰეტრო; ვიდმერი, ბადუ, კუზმანოვიჩი (დომიცი 90), ფერნანდესი (ჰალფრედსონი 78), ალი ადნანი; ტერო (მატოსი 83), ძაპატა

მწვრთნელი: ჯიჯი დე კანიო

“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; რონკალია, ტომოვიჩი, როდრიგესი, ალონსო; ვესინო (ბორხა ვალერო 60), ბადეი; ბლაშჩიკოვსკი, ბერნარდესკი (კალინიჩი 61), ტელო (ილიჩიჩი 72); სარატე

მწვრთნელი: პაულო სოუზა

გოლები: 1:0 ძაპატა (2), 1:1 სარატე (23), 2:1 ტერო (53)

გაფრთხილება: ალი ადნანი (40), ფერნანდესი (76) – ტომოვიჩი (10), ბადეი (34), რონკალია (50), ალონსო (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (5) – 6 (3) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 1:1L

მსაჯი: დავიდე მასა

თეგებისერია A
0.454644