ფეხბურთი

2:07 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ჯავრი "ბოლონიაზე" იყარა (+VIDEO)

სერია A-ში ბოლო გაბრძოლება ჰქონდა “ნაპოლის”. ნეაპოლიტანური გუნდი ტურინის “იუვენტუსს” ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე საკმაოდ ჩამორჩა და ძნელი წარმოსადგენია, რომ აღნიშნული ჩამორჩენა აღმოფხვრას.

მიუხედავად ამისა, 34-ე ტურის სასტარტო შეხვედრაში მაურიციო სარის გუნდმა ფეერიული ფეხბურთი აჩვენა და “ბოლონია” მიწასთან გაასწორა. ისევ დამაჯერებლად ითამაშა გონსალო იგუაინის შემცვლელამ მანოლო გაბიადინიმ, რომელმაც დუბლით გამოიჩინა თავი. იტალიელმა შემტევმა ჯერ ახლო მანძილიდან გაუტანა ანტონიო მირანტეს, მერე კი პენალტის ნიშნულიდან. პირველი ტაიმი სამხრეთელებმა ასე მოიგეს. მეორე ნახევარი კი ბელგიელი დრის მერტენსის ბენეფისად გადაიქცა, რომელიც ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში იშვიათად ჩნდება.

დრისმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა და ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანა, თუმცა მესამე განსაკუთრებით ლამაზი გამოუვიდა. წერტილი მატჩს ესპანელმა საყრდენმა ნახევარმცველმა დავიდ ლოპესმა დაუვსა – 6:0.

“ნაპოლიმ” “იუვესთან” ქულათა სხვაობა 6-მდე შეამცირა, მაგრამ ტურინელები 34-ე ტურის თამაშს ოთხშაბათს, საკუთარ მოედანზე რომის “ლაციოსთან” გამართავენ.

“ნაპოლი” – “ბოლონია” 6:0 (2:0) (მიმოხილვა)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 39 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (დავიდ ლოპესი 81); კალეხონი (ელ კადური 77), გაბიადინი (ინსინიე 73), მერტენსი

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ოიკონომუ, როსეტინი, მბიაიე, კონსტანტი; ტაიდერი, დიავარა (დონსა 83), ბრიგი; ძუნიგა, აკვაფრესკა (ფლოკარი 60), ჯაკერინი (მუნირი 59)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 გაბიადინი (10), 2:0 გაბიადინი (35, პენ), 3:0 მერტენსი (58), 4:0 მერტენსი (80), 5:0 მერტენსი (88), 6:0 დავიდ ლოპესი (90)

გაფრთხილება: ალბიოლი (75), მბიაიე (38), დიავარა (53)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (13) – 2 (0) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

თეგებისერია A
0.168677