ფეხბურთი

13:05 | 19.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს მთავარი ინტრიგა სკუდეტო აღარაა

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში შუა კვირაში ტური ბოლოჯერ გაიმართება. 34-ე ტური დღეს ნეაპოლში, “ნაპოლისა” და “ბოლონიას” თამაშით დაიწყება და ხუთშაბათს, “მილანისა” და “კარპის” დაპირისპირებით დასრულდება. ტურის მატჩების უმრავლესობა კი ოთხშაბათსაა ჩანიშნული.

ტურინის “იუვენტუსი” ბევრს სეზონის დასაწყისში ჩამოწერილი ჰყავდა და მათთვის რომ გეკითხათ, სკუდეტოს წელს ახალი მფლობელი ეყოლებოდა, მაგრამ მეათე ტურიდან მოყოლებული “იუვემ” ერთადერთხელ (ბოლონიაში) დაკარგა ქულები, თორემ დანარჩენი თამაშები მოიგო. შესაბამისად, ახლა “ბებერი ქალბატონი” მდევარ “ნაპოლის” 9 ქულით უსწრებს და შესაძლოა, სკუდეტო ოფიციალურად მომდევნო ტურში დაიბევოს. თუმცა, მანამდე ტურინულ გრანდს შინ რომის “ლაციო” ჰყავს დასამარცხებელი, რომელსაც ბოლო ორი თამაში მოგებული აქვს. სიმონე ინძაგის ხელში “არწივებმა” ჩინებულად დაიწყეს გარჯა და წარმატებული სერიის გაგრძელება ბუნებრივია, ტურინშიც სურთ. თუმცა, როგორც წესი, “იუვეს” “ლაციალესთან” თამაში არ უჭირს. მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში დღეს კლაუდიო მარკიზიო არ იქნება, რომელმაც წინა ტურში მძიმე დაზიანება მიიღო და მწყობრიდან 6 თვით გამოვიდა. “ილ პრინჩიპინოს” თანაგუნდელები თუ ექსთანაგუნდელები (მათ შორის, პირლო და ვიდალი) ამხნევებენ, მაგრამ რა ხდება მის გულში, ალბათ მხოლოდ მან იცის... მოკლედ, ეს ცუდი რაცაა ტურინელთა თავს, ისე კი ზედიზედ მეხუთე სკუდეტო ძალიან ახლოსაა. “იუვეს” იტალიის ჩემპიონატი მიჯრით ამდენჯერ 30-იანი წლების მერე არ მოუგია. ჰო, ისიც დავამატოთ, რომ მთლად უმოტივაციოდ არც “ლაციოა”, რომაელებს ევროპა ლიგაზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვთ. მოკლედ, ტურინში საინტერესო თამაში იქნება.

“იუვე” “ლაციოს” რომ დაუხვდება, უკვე ეცოდინება ჯერ კიდევ კონკურენტის, “ნაპოლის” შედეგი. “აძური” დღეს “ბოლონიას” მასპინძლობს. ეს ბოლო თამაშია, მიმდინარე სეზონში, რომელსაც ნეაპოლიტანური გუნდი გონსალო იგუაინის გარეშე ჩაატარებს. არგენტინელის დისკვალიფიკაციას ყავლი გასდის. მიუხედავად იმისა, რომ მაურიციო სარის გუნდს ცუდი სეზონი არ ჩაუტარებია, კარგად გამოჩნდა, რომ “იუვენტუსი” დღეს სულ სხვა სიმაღლეზე დგას და ზაფხულში აურელიო დე ლაურენტისმა შემადგენლობა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს, ან დაკმაყოფილდეს სამეულში ყოფნით... “ბოლონიას” კი თავისი ამოცანა გადაჭრილი აქვს და რობერტო დონადონის ძალისხმევით ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. თუმცა, იმავე დონადონის, რომელიც ერთ დროს “ნაპოლის” თავკაცობდა და მალევე დაითხოვეს, ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი სამხრეთელებისთვის.

ორადაა გახლეჩილი “რომა” – თანაც ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. რომაელებს მეორე ადგილზე გასვლის შანსიც აქვთ და ამასთან, მესამე ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშეც დგანან. ასე რომ, “ჯალოროსის” სეზონის ფინიში მაქსიმალურად ყურადღებით აქვს ჩასამთავრებელი. გასულ უიქ-ენდზე “რომამ” ოქროს ქულები გაანიავა და “ატალანტას” დაუზავდა (3:3). დედაქალაქელებს ქულა ფრანჩესკო ტოტის გოლმა მოუტანა. სხვათა შორის, ტოტისა და ლუჩანო სპალეტის შორის კონფლიქტია და დალაგებული მდგომარეობა გუნდში არც ამ მხრივაა. მათი მეტოქე კი “ტორინოა”, რომელსაც თავისი მიზნები წელს უკვე აღარ ამოძრავებს და მხოლოდ წყალს თუ აუმღვრევს ვინმეს. თუნდაც, “რომას”...

“რომას” კი კუდზე აზის მილანის “ინტერი”, რომელიც ბოლო დროს კარგად ათამაშდა და იტალიელ სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ, დიდი შანსია, რომ მესამე ადგილზე რობერტო მანჩინის გუნდი გავიდეს. “ნერაძური” ხვალ “ჯენოას” ესტუმრება და ბუნებრივია ზღვისპირა ქალაქს მხოლოდ სამი ქულისთვის სტუმრობს.

მეორე მილანურ გრანდ “მილანს” კი საშინაო მატჩი ელის “კარპისთან”. ორივესთვის მნიშვნელოვანი თამაშია, კრისტიან ბროკის კარგად დაწყებული საქმის ასევე გაგრძელება უნდა, “კარპი” როგორც იქნა, გასავარდნი ზონიდან ამოვიდა და ახლა იქ დაბრუნება მის გეგმებში არ უნდა შედიოდეს. თანაც, სეზონის ფინალი მოახლოვდა და საშიშ ზონაში შესვლა, ფაქტობრივად გავარდნის მომასწავებელი იქნება.

“ნაპოლი” – “ბოლონია”

ნეაპოლი, “სან პაოლო

19 აპრილი, 22:45 საათი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, გაბიადინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; მბიაიე, როსეტინი, მაიეტა, მაზინა; ტაიდერი, დიავარა, ბრიგი; ძუნიგა, ფლოკარი, ჯაკერინი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

“სასუოლო” – “სამპდორია”

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

20 აპრილი, 20:30

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; ბიონდინი, მანიანელი, დანკანი; ბერარდი, დეფრელი, სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; დიაკიტე, რანოკია, მოისანდერი; დე სილვესტრი, ფერნანდო, კრისტიჩიჩი, დოდო; სორიანო, კორეა; კვალიარელა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“კიევო” – “ფროზინონე”

ვერონა, “ბენტეგოდი”

20 აპრილი, 22:45 საათი

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; სპოლი, გამბერინი, ცეზარი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბირსა; ინგლეზე, ფლორო ფლორესი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ფროზინონე” (4-5-1): ლეალი; როზი, რუსო, ბლანჩარდი, პავლოვიჩი; პაგანინი, გუჩერი, ფრარა, გორი, ჩიბსა; დ. ჩიოფანი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

მსაჯი: კარმინე რუსო

“ემპოლი” – “ვერონა”

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

20 აპრილი, 22:45 საათი

“ემპოლი” (4-3-1-2): პელაგოტი; ბიტანტე, ტონელი, კოსტა, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი, კროჩე; საპონარა; პუჩარელი, მაკარონე

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ვერონა” (4-4-2): გოლინი; პიზანო, ბიანკეტი, მორასი, სუპრაიენი; ვსჟოლეკი, ვივიანი, იონიტა, ემანუელსონი; ტონი, პაცინი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

მსაჯი: მარკო სერა

“ჯენოა” – “ინტერი”

გენუა, “მარასი”

20 აპრილი, 22:45 საათი

“ჯენოა” (3-5-2): ლამანა; მუნიოსი, დე მაიო, მარკეზე; ანსალდი, რიგონი, ტაკჩიდისი, დზემაილი, ლაქსალტი; ჩერჩი, პავოლეტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო, ნაგატომო; ბროჟოვიჩი, მედელი; ედერი, იოვეტიჩი, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“იუვენტუსი” – “ლაციო”

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

20 აპრილი, 22:45 საათი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, რუგანი; ლიხშტაინერი, ხედირა, ერნანესი, პოგბა, ალექს სანდრო; მანჯუკიჩი, დიბალა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, ბიშევაცი, ჯენტილეტი, ლულიჩი; ონაზი, ბილია, პაროლო; კანდრევა, მატრი, კეიტა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“პალერმო” – “ატალანტა”

პალერმო, “რენცო ბარბერა”

20 აპრილი, 22:45 საათი

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; სტრუნა, გონსალესი, ანდელკოვიჩი; ლაზაარი, ჰილიერმაკი, იაიალო, ჩოჩევი, ბრუგმანი; ჯილარდინო ვასკესი

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; კონტი, ტოლოი, პალეტა, დრამე; მილიაჩო, დე რუნი, ჩიგარინი; დ’ალესანდრო, ბორიელო, გომესი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

მსაჯი: დანიელე დოვერი

“რომა” – “ტორინო”

რომი, “ოლიმპიკო”

20 აპრილი, 22:45 საათი

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, ძუკანოვიჩი; ნაინგოლანი, კეიტა, პიანიჩი; სალაჰი, პეროტი, ელ შაარავი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, ბაზელი, ვივესი, ობი, მოლინარო; ბელოტი, მაქსი ლოპესი

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე

“უდინეზე” – “ფიორენტინა”

უდინე, “დაჩია სთედიუმი”

20 აპრილი, 22:45 საათი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ჰეტრო, დანილო, ვაგუე; ვიდმერი, ბადუ, კუჟმანოვიჩი, ფერნანდესი, ალი ადნანი; ძაპატა, ტერო

მწვრთნელი: ჯიჯი დე კანიო

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ასტორი; ბერნარდესკი, ვესინო, ბადეი, ალონსო; ილიჩიჩი, ბორხა ვალერო; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

მსაჯი: დავიდე მასა

“მილანი” – “კარპი”

მილანი, “სან სირო”

21 აპრილი, 22:45 საათი

“მილანი” (4-3-1-2): დონარუმა; აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი; პოლი, მონტოლივო, ბერტოლაჩი; ბონავენტურა; ბაკა, ბალოტელი

მწვრთნელი: კრისტიან ბროკი

“კარპი” (4-4-1-1): ბელეკი; ძაკარდო, რომანიოლი, პოლი, ლეტიცია; პაშიუტი, კოფიე, ბიანკო, დი გაუდიო; ლოლო; მბაკოგუ

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

მსაჯი: მარკო გუიდა

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107225