ფეხბურთი

14:20 | 17.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" ქართული ფანკლუბი ტურინში და საჩუქარი მაროტას

ცოტა ხნის წინ worldsport.ge ტურინის “იუვენტუსის” ქართული ფანკლუბის შესახებ წერდა. გიამბოთ იმის შესახებ, თუ როგორ ქომაგობენ ქართველი გულშემატკივრები ათასობით კილომეტრებით დაშორებულნი თავიანთ საყვარელ გუნდს. აღნიშნულ სტატიას მაშინ არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ახლა ისევ უნდა გიამბოთ...

საქმე ისაა, რომ ხსენებული ფანკლუბის წარმომადგენლები ტურინში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. კერძოდ, juventus club doc-ის ოფიციალურმა 239-მა ფანკლუბმა, რომელთა შორის 14 უცხოური გახლავთ, მათგან ერთ-ერთი კი სწორედ ზემოხსენებული ქართული ფანკლუბია, გუშინ ტურინის “იუვენტუს სთედიუმზე” შეხვედრა გამართეს. აღნიშნულ შეხვედრას კი “იუვეს” ვეტერანი ფეხბურთელები ჯანლუკა პესოტო და მორენო ტორიჩეიც ესწრებდოდნენ. ღონისძიებას სამადლობელი სიტყვით გამოვიდა “იუვეს” გენერალური დირექტორი ჯუპეზე მაროტა, რომელსაც ქართული ფანკლუბის წევრებმა საჩუქრად ქართული ღვინო გადასცეს.

ქართული ფანკლუბის წევრები ტურინში ოფიციალური ვიზიტით კიდევ რამდენიმე დღე დარჩებიან და ოფიციალურ შეხვედრებს ისევ გამართავენ. ამასთან, “იუვენტუსის” ორ საშინაო მატჩს, “პალერმოსთან” და რომის “ლაციოსთან” დაესწრებიან.

0.137516