ფეხბურთი

14:20 | 15.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2015/16: კორპორატიულ ლიგაში პლეიოფები იწყება

16 და 17 აპრილს ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თამაშებს უმასპინძლებს. ორ დღიანი სათამაშო დღის განმავლობაში 15 მატჩი გაიმართება, საიდანაც განსაკუთრებული ყურადღება ოქროს და ვერცხლის ლიგის საპლეიოფო დაპირისპირების პირველი რაუნდისკენ იქნება მიმართული.

შაბათი, ვერცხლის ლიგის პირველი 1/4 ფინალური შეხვედრით დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს რეგულარული სეზონის გამარჯვებული ალიანს საქართველო და საქრუსენერგო დაუპირისპირდებიან. კიდევ ერთი საპლეიოფო დაპირისპირება შედგება 21:00 სთ-ზე, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ბანკი რესპუბლიკის გუნდის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ პლეიოფში გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.

16.04.2016. ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (I)

12:00 ალიანს საქართველო - საქრუსენერგო

21:00 ტატიშვილი - ბანკი რესპუბლიკა

შაბათს გასამართი შეხვედრებიდან აღასანიშნავია ბავშვთა ლიგის გათამაშების მეორე ტურის დაპირისპირება ქუთაისის „მართვესა“ და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდებს შორის. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში აღნიშნული ტურნირი პირველად იმართება და მასში ამ ეტაპზე 2003-04 წ.წ დაბადებულ ბავშვთა ოთხი გუნდი იღებს მონაწილეობას. ქუთათურების და უნივერსიტეტის გარდა, სადებიუტო გათამაშებაში ბაქსვუდის და 51-ე სკოლის გუნდები ასპარეზობენ.

16.04.2016. ბავშვთა ლიგა. II ტური

13:00 მართვე (ქუთ) - UG

შაბათსვე გაიმართება ბრინჯაოს ლიგის მესამე ტურის ერთი შეხვედრა თიბისი ბანკისა და ბიპი ჯორჯიას გუნდებს შორის.

16.04.2016. ბრინჯაოს ლიგა. III ტური

20:00 თიბისი ბანკი - BP GEORGIA

რაც შეეხება სუპერლიგა C-ს, მეხუთე ტურის შეხვედრებს ჯვაროსნები-იმედი და თავდაცვის სამინისტროსა და სისი ლოუნის გუნდები გამართავენ.

16.04.2016.სუპერლიგაC. V ტური

14:00 სკ ჯვაროსნები - იმედი

22:00 თავდაცვის სამინისტრო - CC LOAN

კვირის სათამაშო დღე კიდევ უფრო დატვირთული იქნება. პირველები პარკეტზე თავდაცვის სამინისტროსა და ჯი პი აი ჰოლდინგის გუნდები გავლენ, რომლებიც სუპერლიგა C-ს IV ტურის გამოტოვებულ შეხვედრას გამართავენ.

17.04.2016.სუპერლიგა C. IV ტური

10:00 თავდაცვის სამინისტრო - ჯი პი აი ჰოლდინგი

კვირას გაიმართება ბრინჯაოს ლიგის III ტურის დარჩენილი სამი შეხვედრაც. ეროვნული ბანკი შემოსავლების სამსახურის გუნდს დაუპირისპირდება, ავერსი ლიბერთი ბანკთან ითამაშებს, ხოლო გათამაშების ფავორიტი ევროპაბეთი აჭარა ჯგუფთან გაარკვევს ურთიერთობას.

17.04.2016. ბრინჯაოს ლიგა. III ტური

11:00 ეროვნული ბანკი - შემოსავლების სამსახური

12:00 ავერსი - ლიბერთი ბანკი

13:00 ევროპაბეთი - აჭარა ჯგუფი

ვერცხლის ლიგაში 1/4 ფინალური ეტაპის კიდევ ორი მატჩი გაიმართება. ვითიბი ბანკი - ბაქსვუდს დაუპირისპირდება, ხოლო თეთრი ქუდი თბილისის მერიის გუნდთან ითამაშებს.

17.04.2016. ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (I)

14:00 ვითიბი ბანკი - ბაქსვუდი

15:00 თეთრი ქუდი - თბილისის მერია

კვირა საღამო თასის 1/4 ფინალურ შეხვედრებს დაეთმობათ. ორივე თასის გათამაშებაში ბოლო ნახევარფინალისტების ვინაობა უნდა გაირკვეს. სუპერლიგის თასზე პსპ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდები იბრძოლებენ, ხოლო კორპორატიული ლიგის თასის ნახევარფინალური საგზურისთვის ერთმანეთს ვესტ ინვესტი და პატრული შეეცილებიან.

17.04.2016. სუპერლიგის თასი. 1/4 ფინალი

20:00 FC PSP – FC TTC

17.04.2016. კორპორატიული ლიგის თასი. 1/4 ფინალი

21:00 ვესტ ინვესტი - პატრული

უქმეების სათამაშო დღეს ოქროს ლიგის პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირება დაასრულებს. ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი საქართველოს ბანკთან გამართავს პირველი რაუნდის შეხვედრას.

17.04.2016.ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (I)

22:00 GWP - საქართველოს ბანკი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ .

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

თეგებიSBM LEAGUE
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139445