ფეხბურთი

1:40 | 15.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესი ლიგა – XXV ტური

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის მატჩები 15, 16 და 17 აპრილს ჩატარდება. ცენტრალური დაპირისპირება ივანწმინდაში გაიმართება, სადაც ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და თბილისის „დინამო“ შეხვდებიან.

მეორე ადგილზე მყოფი „სამტრედია“ შინ „ცხინვალს“ მიიღებს, გორის „დილა“ კი, ქობულეთში „შუქურას“ დაუპირისპირდება. სამტრედიელები და გორელები II-III ადგილებს იყოფენ. ორივე კლუბს 50-50 ქულა აქვს.

აუტსაიდერების საინტერესო მატჩი შედგება ზესტაფონში. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მე-15 და მე-16 ადგილზე მყოფი თერჯოლის „საპოვნელა“ და ზუგდიდის „ზუგდიდი“ ითამაშებენ.

15 აპრილი

ლოკომოტივი – მერანი

თბილისი, „მიხეილ მესხი“, 19:00

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ზ. ფიფია, შ. ქუხილავა (სათადარიგო)

16 აპრილი

სიონი – დინამო ბთ

ბოლნისი, "თამაზ სტეფანია", 16:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, დ. ჩიგოგიძე, გ. ელიკაშვილი, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე გოგობერიშვილი, ლაშა გვალია (ორივე სიონი), ნიკოლა კომაზეცი (დინამო ბთ)

ჩიხურა – დინამო თბ

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, მ. მუპატაძე, კ. სადილიანი, ი. ხერხაძე (სათადარიგო)

17 აპრილი

საბურთალო – კოლხეთი ფ

თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 16:00

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ი. მაჩიტიძე, დ. კურტანიძე, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო)

შუქურა - დილა

ქობულეთი, "ჩელე არენა", 16:00

მსაჯები: ბ. ნინუა, ზვ. ერქვანია, ა. აფციაური, გ. ვარდიძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: თეიმურაზ ღონღაძე (დილა), აზამატ ჯიოევი (შუქურა)

საპოვნელა – ზუგდიდი

ზესტაფონი, "დავით აბაშიძე", 16:00

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ი. კვირიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), დ. სანოძე (2 დამ.ასისტენტი), კ. გიორგაძე (სათადარიგო)

გურია - ტორპედო

ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 16:00

დისკვალიფიკაცია: გია ჩადუნელი (გურია), ბაქარ მირცხულავა, ვანო წილოსანი (ორივე გურია)

სამტრედია - ცხინვალი

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 16:00

მსაჯები: გ. დოგრაშვილი, ი. უკლება, ა. კოკაია, პ. მაჭარაძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლევან კაკუბავა (ცხინვალი)

სფფ-ს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112524