ფეხბურთი

1:27 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველად ისტორიაში - "სიტი" ნახევარფინალშია (+VIDEO)

მოკლედ ასე, ინგლისური “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის ნახერფინალშია. აღნიშნული შედეგს კი “ქალაქელებმა” მათივე ისტორიაში პირველად უწიეს. ახლა წესით, დასაკარგი აღარაფერი ექნებათ და გაცილებით მეტზეც იფიქრებენ, ვნახოთ, დაველოდოთ...

პირველი მატჩი, რომელიც “სიტისა” და “პარი სენ ჟერმენს” შორის პარიზში გაიმართა ძალზე თვალსასეირო საყურებელი გამოდგა, თუმცა მანჩესტერული თამაში ასეთი არ ყოფილა. ეს ბუნებრივიცაა, სასწორზე ნახევარფინალის საგზური იდგა, თანაც ნანატრი ნახევარფინალის. “სიტი” ხომ ამ ეტაპზე არასდროს ყოფილა და პსჟ 1995 წლის შემდეგ... “სიტი” ამჯერად ნახევარფინალში იქნება, ფრანგებს კი მოცდა მინიმუმ გაისამდე მოუწევთ.

მანუელ პელეგრინის გუნდმა შინ კევინ დე ბრუინის გოლით მოიგო, რომც ვერ მოეგო ნულოვან ფრეზე მაინც თავად გავიდოდა შემდეგ ეტაპზე. არადა, ისიც სათქმელია, რომ ინგლისელებმა კევინ ტრაპის კარის ჩარჩოში პირველად ზუსტად 76-ე წუთზე დაარტყეს და გაიტანეს კიდეც. თვითონ შეტევა კი უზადო გახლდათ, რომელიც ბრწყინვალე და შესაშური სიზუსტის დარტყმით კევინ დე ბრუინმა დაასრულა. საერთოდ, ბელგიელმა პირველ შეხვედრაშიც გაიტანა და კარგად გამოჩნდა, რომ მისი დაბრუნება ტრავმის შემდეგ “სიტისთვის” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

ისე, მასპინძლებს დაწინარუება მატჩის დასაწყისშიც შეეძლოთ, როცა პენალტის დარტყმის უფლება დამსახურებულად მიიღეს თუმცა კუნ აგუერომ საზიზღრად შეასრულა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი – კარს ააცილა. რაც შეეხება პსჟ-ს, ლორან ბლანმა პირველივე ტაიმში ოთხი შემტევით ითამაშა, მერე ოთხეულს ხავიერ პასტორეც დაამატა, მაგრამ დიდად ღირებული მაინც ვერაფერი შექმნა: ზლატან იბრაჰიმოვიჩის ორი სახიფათო საჯარიმო და ედინსონ კავანის ერთ-ერთზე გაფუჭებული მომენტი – მხოლოდ ამას თუ გავიხსენებთ. ისიც მართალია, რომ პარიზელებს შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ორი გოლი გაუუქმა, მაგრამ სამართლიანად. ჯერ ლუკასის გოლის დროს მაქსველი (პასის ავტორი) იყო თამაშგარეში, მერე უკვე გოლის გამტანი იბრაჰიმოვიჩი.

საბოლოოდ კი, “სიტიმ” დამსახურებულად მოიპოვა ნახევარფინალის საგზური, რომელიც ამ გუნდსთვის ისტორიულია, ხოლო “პარი სენ ჟერმენისთვის” მეოთხედფინალი ისევ გადაულახავი ბარიერია. საფრანგეთის ჩემპიონი ლიგის აღნიშნულ ეტაპს უკვე ოთხი წელია ვერაფრით სცდება.

“მანჩესტერ სიტი” – “პარი სენ ჟერმენი” 1:0 (0:0) (მიმოხილვა)

მანჩესტერი, ეტიჰად სთედიუმი”

მაყურებელი: 53 039

“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; სანია, ოტამენდი, მანგალა, კლიში; ფერნანდო, ფერნანდინიო; ნავასი, დე ბრუინი (ტურე 84), სილვა (დელფი 87); აგუერო (იეანაჩო 90)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

“პარი სენ ჟერმენი” (3-4-3): ტრაპი; ორიე (პასტორე 61), ტიაგო სილვა, მარკინიოსი; ვან დერ ვილი, ტიაგო მოტა (ლუკას მოურა 44), რაბიო, მაქსველი; დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი

მწვრთნელი: ლორან ბლანი

გოლი: 1:0 დე ბრუინი (76)

გაფრთხილება: ფერნანდინიო (72) - ტრაპი (29), პასტორე (67), ვან დერ ვილი (68)

გამოუყენებელი პენალტი: აგუერო (30)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (1) – 6 (5) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: კარლოს ველასკო (ესპანეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11461